კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი ციფრული კონფერენცია Touch Summit გაიმართება. ღონისძიება 7-8 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში ჩატარდება.

“ნავიგატორი” ორგანიზატორი კომპანიის, Touch-ის დამფუძნებელს, ბექა კვარაცხელიას ესაუბრა.

“ღონისძიება 2016 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება, წინა წელს პანდემიის გამო ვეღარ ჩავატარეთ. წელს კი უკვე მეექვსედ ჩატარდება.
კონფერენციის თემები მოიცავს დიზაინის და ტექნოლოგიების მიმართულებას. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში რუსთაველის თეატრის ორ სხვადასხვა სცენაზე სემინარებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოპებსა და შეხვედრებს დაესწრებიან.
კონფერენცია ინგლისურ ენაზე წარიმართება. გვეყოლება როგორც უცხოელი სპიკერები, ასევე ქართველებიც. ჯამში დაახლოებით, 50-მდე სპიკერი იქნება.
სამიტზე მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა ინდუსტრიის და კომპანიის წამყვან მენეჯერებს, რომლებსაც თავიანთი ბიზნესის გაუმჯობესება სურთ, ასევე დეველოპერებს, მარკეტერებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს, დააინტერესებთ დიზაინერებს, სტუდენტებსა და ინოვატორებს.

Touch Summit – საერთაშორისო ციფრული სამიტია ბიზნესისა და ტექნოლოგიების შესახებ. ღონისძიება მოიცავს სემინარებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოპებს, სპეციალური ნეთვორგინგის შესაძლებლობებს. ორ დღიანი კონფერენცია წვეულებით დასრულდება.
Სამიტზე წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Revolut, Meta, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Mediamonks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და სხვა.

კონფერენციის მხარდამჭერები და მედია პარტნიორები არიან: თბილისის მერია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს ბანკი, Noxtton, ტერმინალი, epam, marketer.ge, at.ge, on.ge, next.on.ge და enterprenuer.com

ღონისძიებაზე დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://touch.ge/summit

წინა სტატიაSony-მ ყურსასმენები პლასტმასის ბოთლებისგან დაამზადა
შემდეგი სტატიაFuture Laboratory-ის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე ICTWeek Uzbekistan-ის ყოველწლიურ კვირეულს დაესწრო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი