კლავიატურა და მაუსი – ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, როდესაც დაობენ PC ჯობია თამაშებისათვის თუ კონსოლი. რამდენიმე თვის წინათ GDC 2017-ის ფარგლებში კომპანია Microsoft-მა დააანონსა პროგრამა Xbox Live Creators Program. კომპანიამ გვამცნო სიახლეები,  Windows-ის ზუსტად რა ფუნქციები იქნება ხელმისაწვდომი Xbox One-ზე ამ პროგრამის საშუალებით.

Microsoft-ის თამაშების მარკეტინგის მენეჯერმა, ენდრიუ პარსონსმა, კონფერენცია Build 2017-ის ფარგლებში განაცხადა, რომ Xbox Live Creators Program თამაშების შემქმნელებს საშუალებას მისცემს Xbox One-ში დაამატონ Windows-ის ყველა ფუნქცია, მათ შორის კლავიატურის მხარდაჭერის საშუალება. Microsoft-ის ინჟინერის, ჯეიმს იაროუს თქმით, პრობლემა შეიქმნება მაუსთან დაკავშირებით – სავარაუდოდ, ის არ იმუშავებს. თუმცა, იაროუმ დაამატა, რომ ეს არ ეხება მაუსის ყველა მოდელს.

კლავიატურის და მაუსის მხარდაჭერის შესაძლებლობა კონსოლის მოთამაშეებისთვის ახალ ჰორიზონტს გახსნის. ამავდროულად, მიეცემათ არჩევანის საშუალება, მართვის რომელი მეთოდი გამოიყენონ თამაშისას. შემქმნელებმა როგორც იქნა ყურადღება მიაქციეს კონსოლის მოთამაშეებს, Xbox One-ის მფლობელები კი შეძლებენ ითამაშონ შუთერები ონლაინში PC გეიმერებთან ერთად.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here