Samsung-ს TIZEN სმარტფონების იმედი აქვს

612

Samsung-ს ძალიან ბევრი მიზეზი აქვს დანებდეს და არ გამოუშვას Tizen ტელეფონები – მათ უსაფრთხოების პრობლემები აქვს და მათთვის ფაქტიურად არ გამოდის აპლიკაციები. მიუხედავად ამისა კომპანიამ ამ პლატფორმაზე უვკე მეოთხე თაობის სმარტფონი Z4 გამოშუვა. მოწყობილობა განვითარებად ბაზრებზეა გათვლილი და დაბალი სიმძლავრე აქვს: ოთხ-ბირთვიანი პროცესორი, 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. ტელეფონს აქვს მომრგვალებული 4.5 დიუმიანი 2.5 D WWGA ეკრანი და 5 მეგაპიქსელიანი კამერა.

რატო არ ეშვება Samsung საკუთარ საოპერაციო სისტემას და სრულად არ გადადის Android-ზე, რომელზსაც აქვს აპლიკაციები, რეგულარული უსაფრთხოების განახლებები და უფრო სასურველია მომხმარებლებისთვის? ალბათ კომპანია ჯერ კიდევ ოცნებობს საკუთარი წარმატებული სმარტფონების საოპერაციო სისტემა ქონდეს, რადგან Tizen ძალიან წარმატებულია სხვა მოწყობილობებიშ, ტელევიზორებში და Gear სმარტ საათებში.

Samsung-მა რა თქმა უნდა ადასტურებს იმას, რომ Android დარჩება მისი მაღალი წარმადობის მქონე ტელეფონებისა და ფლაგმანებისთვის ერთადერთ საოპერაციო სისტემად, მაგრამ კომპანია მაინც გეგმავს Tizen მოწყობილობების გამოშვებას გარკვეული სეგმენტისთვის, როგორიცაა ინდოეთი და მსგავსი ქვეყნები. აპლიკაციების არქონას კომპანია შეჯიბრებით ებრძვის, რაზეც ამას წინათ გამოცხადებული კონკურსიც მეტყველებს სადაც დეველოპერებს 10 000 დოლარამდე პრიზებს თავაზობენ. Z4 ინდოეთის ბაზარზე თვის ბოლოს გამოვა და რა თქმა უნდა სხვა ქვეყნებშიც იქნება რელიზი, ოღონდ მოგვიანებით. კომპანიას პროდუქტის ფასი არ გამოუქვეყნებია მაგრამ სავარაუდოდ ტელეფონი 100 დოლარზე ნაკლები ეღირება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here