Samsung-ის საოპერაციო სისტემა Tizen “ჭკვიანი” საათბის 19%-ს აკონტროლებს, რითაც Android Wear 1%-ით გაასწრო. ამის შესახებ სააგენტო Strategy Analytics-მა განაცხადა.

Tizen მხოლოდ Samsung-ის მოწყობილობებზე მუშაობს, როცა Android Wear დაყენებულია სხვა და სხვა მწარმოებლების საათებზე. გარდა ამისა Android Wear-ს უფრო მეტი აპლიკაცია და ფუნქციონალური შესაძლებლობები აქვს.

ბაზრის ლიდერი ჯერ-ჯერობით watchOS-ია Apple-ისგან, რომელსაც მოწყობილობების 57% უჭირავს. სხვა სისტემებმა კი 2017 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 6% დაიკავეს.

Tizen-ის ბლოგში მოყვანილია IDC-ის ანალიტიკოსების პროგნოზი, რომელიც მათ 2015 წელს გააკეთეს. მაშინ Android-ს ბაზარზე 17,4% ეჭირა, ხოლო Tizen მე-5 ადგილზე იყო 6,7%-ით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ 2019 წელს Android Wear ბაზრის 38,4%-ს დაიკავებდა, ხოლო Tizen-ის წილი 2,2% შემცირდებოდა, რაც არ გამართლდა.

Tizen-ის აქტიური განვითარება მისი კროსპლატფორმულობის შედეგია, რაც Android და iOS მოწყობილობებთან თავსებადობაში გამოიხატება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ Gear S3 Frontier, Gear S3 Classic და Samsung Pay-ს უპირატესობა Android Wear-ისგან MST ტექნოლოგიის მხარდაჭერაა გადახდების სისტემებისათვის, რაც ძველი თაობის სალარო აპარატებისთვის არის მნიშვნელოვანი.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here