Samsung-მა სმარტფონის პროტოტიპი აჩვენა, რომელის შუაში გადაკეცვაც არის შესაძლებელი. პრეზენტაცია 7 ნოემბერს, დეველოპერების კონფერენციაზე გაიმართა, რომლის ტრანსლაციაც YouTube-ზე მიმდინარეობდა.

კომპანიამ ახალი ტიპის ეკრანის ტექნოლოგიას Infinity Flex (უსასრულო დრეკადი) უწოდა. გაშლილ მდგომარეობაში ეკრანის დიაგონალი 7,3 დიუმია და მისი მასიური წამოება უახლოეს თვეებში დაიწყება.

დემონსტრაციაზე Samsung-ის წარმომადგენელმა ჯერ კიდევ უსახელო სმარტფონი აჩვენა დაფარული დიზაინით. მათ არ დაუზუსტებიათ გამოშვების თარიღი და მხოლოდ “მალე”-თი შემოიფარგლენ. Google-ის ვიცე პრეზიდენტმა Android-ის დეველოპმენტის მიმართულებით დეივ ბერკმა განაცხადა, რომ Samsung-ის დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონები უკვე 2019 წელს გამოვა.

Samsung-ის პარალელურად მიმდინარეობდა Android Dev კონფერენცია, რომელზეც Google-მა განაცხადა, რომ მობილური საოპერაციო სისტემა ახლა უკვე მხარს უჭერს დაკეცვად მოწყობილობებს, ხოლო სამხ. კორეული კომპანია მათი პირველი პარტნიორი გახდა.


თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მოწყობილობა სმარტფონის მსგავსად და ასევე პლანშეტად. თქვენ შეძლებთ გაშალოთ მოწყობილობა და მიიღოთ დიდი ეკრანი. გაშლისას აპლიკაცია გარდაიქმენება და ადაპტირდება, რომ დიდ ეკრანს მოერგოს.

დეივ ბერკი – Google-ის ვიცე პრეზიდენტი Android-ის დევლოპმენტის მიმართულებით

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here