კომპანია HiFiMan-მა ერთდროულად სამი ახალი ყურსასმენი წარმოაგინა: Ananda, Susvara და Shangri-La Jr. სამივე მათგანი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულია, როგორც ტექნიკური მახასიათებლებით ასევე ჟღერადობით. ეს ყოველ მელომანს საშუალებას აძლევს თავისთვის მორგებული მოდელი აირჩიოს.

Ananda-ს მთავარი უპირატესობა ულტრათხელი დრაივერებია, რომელიც გვაძლევს მაღალ მგრძნობელობას. ეს მახასიათებელი ყურსასმენებს უნივერსალურს ხდის ნებისმიერ სმარტფონთან ან ფლეერთან შედარებით. სპეციალური დიაფრაგმა NEO ჟღერადობას უფრო დეტალურს ხდის.

HiFiMan Ananda-ს ტექნიკური მახასიათებლები:

  • ყურსასმენის ტიპი: დასაკეცი
  • სიხშირის დიაპაზონი: 8 — 55 000 გჰც
  • მგრძნობელობა: 103 დბ
  • წინაღობა: 25 ომი
  • წონა: 399 გრამი

HiFiMan Susvara კომპანიის ახალი ფლაგმანია, ამ მოდელში პირველად დაიტესტა სტელს-მაგნიტის რთული კონსტრუქცია. საკმაოდ პატარა დიაფრაგმა ამცირებს აუდიოს დამახინჯებას და იძლევა დინამიურ ხმას.

HiFiMan Susvara-ს ტექნიკური მახასიათებლები:

  • ყურასასმენის ტიპი: დასაკეცი
  • სიხშირის დიაპაზონი: 6 — 75 000 გჰც
  • მგრძნობელობა: 83 დბ
  • წინაღობა: 60 ომი
  • წონა: 450 გ

მოდელი Shangri-La Jr ელექტროსტატიკურ მოწყობილობად რჩება და აქვს უნიკალური გამაძლიერებელი, რომელსაც ნებისმიერი კომპოზიციის გამოვლენა შეუძლია. ყურსასმენის შექმნისას გამოიყენეს ნანოტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა 0,01მმ-ზე თხელი დრაივერის შექმნის.

HiFiMan Shangri-La Jr-ს ტექნიკური მახასიათებლები:

  • ყურსასმენის ტიპი: დასაკეცი
  • სიხშირის დიაპაზონი: 7 — 120 000 გჰც
  • ძაბვის დიაპაზონი: 550 — 650 ბ
  • წონა: 374 გ

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here