კომაპნია OPPO-მ წარმოადგინა პორტატული დამტენი Pikachu SuperVOOC Powerbank, რომელსაც აქვს სწრაფი დამუხტვის საფირმო ტექნოლოგიის SuperVOOC-ის მხარდაჭერა. ტექნოლოგია პირველად წარმოადგინეს სმარტფონში Find X. გარდა ამისა, პორტატული დამტენის საიტერესოება პოკემონის დიზაინში მდგომარეობს.

დამტენი დიზაინი შესრულებულია ყვითელ ფერში, მასზე გამოსახულია პოკემონ პიკაჩუს შესამჩნევი ფოტო. დამტენის მოცულობა 10 000მა/სთ-ია. გაჯეტს აქვს USB და USB Type-C პორტები. დამუხტულობის განმსაზღვრელად მოწყობილობას აქვს ოთხი ფერადი ლედ ინდიკატორი.

Pikachu SuperVOOC Powerbank პირველი დამტენია რომელსაც აქვს SuperVOOC ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ტექნოლოგია უზღუნველყოფს სხმარტფონების სწრაფ დამუხტვას. VFC ალგორითმის წყალობით, დამუხტვის სიჩქარე 200%-ით იზრდება. აქსესუარის დახმარებით ბოლომდე დამჯდარი მოწყობილობის 40%-მდე დასამუხტად საჭიროა 10წუთი.

ახალი პორტატული დამტენი  OPPO Pikachu SuperVOOC Powerbank-ის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ჩინეთშია შესაძლებელი და მისი ღიებულება $28-ს შეადგენს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here