კომპანია Samsung-მა წარმოაგდინა ფლაგმანური სმარტფონი W2019. სმარტფონი წარმოდგენილ იქნა ჩინეთში გამართულ სპეციალურ კონფერენციაზე. ორიგინალური ფორმის გარდა, მოწყობილობას აქვს ორმაგი კამერა და ფიზიკური კლავიატურა.

მოწყობილობა აღჭურვილია ორი იდენტური Super AMOLED- ეკრანით დიაგონალით 4,2 დიუმი და Full HD (1920×1080 პიქსელი) გაფართოებით. ოქროსფერი ან ვერცხლისფერი შუშის კორპუსი დაფარულია  Corning Gorilla Glass დამცავით.

სმარტფონს აქვს პროცესორი Snapdragon 845, 6გბ ოპერატიული მეხსიერება, GPU Adreno 630 და შიდა მეხსიერება 128 ან 256 გბ კონფუგურაციის მიხედვით.

უკანა ხუფზე მოთავსებული ორმაგი კამერა არის 12მეგაფიქსელი გაფართოების მქონე. ფოტომოდულის განსაკუთრებულობა შემდეგ გაქტორებში მდგომარეობს:  ოპტიკური სტაბილიზაცია, ორმაგი მიახლოება და 4K ვიდეოს ჩაჭერის საშუალება 60 კადრით წამში ან შენელებული კადრები 960FPS.

მოწყობილობას ფიზიკური კლავიატურის გარდა აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი და გამოყოფილი ღილაკი ხმოვანი ასისტენტი Bixby-ს გამოსაძახებლად.

სმარტონის დასამუხტად გამოიყენება USB Type-C პორტი. გაჯეტს არ აქვს ცალკე გამოყოფილი პორტი ყურსასმენებისათვის, ამიტომ დაგჭირდებათ სპეციალური გადამყვანი.

უკაბელო პროტოკოლების სიაში შევიდა 4G VoLTE, Wi-Fi 802.11ac, NFC და Bluetooth 4.2. ბატარეის მოცულობაა 3070 მა/სთ, წონა – 257 გრამი. გაჯეტი მუშაობს Android 8.1 Oreo ოპერაციულ სისტემაზე.

ცნობილია, რომ მოწყობილობა მხოლოდ ჩინეთის შიდა ბაზარზე გაიყიდება, მოწყობილობის საორიენტაციო ფასი შეადგენს $1439-ს მინიმალური კონფიგურაციის მქონე მოდელისათვის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here