2 აგვისტოს ნიუ-იორკში გამართულ პრეზენტაციაზე Samsung-მა ახალი ფლაგმანური ფაბლეტი Galaxy Note 7 წარმოადგინა. გაჯეტი აღჭურვილია თვალის ბადურის სკანერით, სტილუსით, რომელსაც დაჭერის 4000 დონე აქვს და მემკვიდრეობით მიიღო ყველაფერი საუკეთესო რაც Galaxy S7 და S7 Edge-ს აქვს.

განბლოკვა თვალის სკანერით

note-7-iris-scanning
Galaxy Note 7-ის ეკრანის ზემოთ მოთავსებულია ახალი სენსორი, ეს არის მომხამრებლის თვალის ბადურის სკანერი. პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომ ახალი ტექნოლოგიის შექმნაში და შემდგომ დახვეწაში კომპანიამ 5 წელი დახარცა.
სკანერის კონფიგურაციისას მომხმარებელმა უნდა მოიხსნას სათვალე ან კონტაქტური ლინზები და გაწმინდოს სენსორის ზევით შუშა თუ მასზე მტვერი ან თითის ანაბეჭდების ნაკვალევია აღბეჭდილი. რა თქმა უნდა აუცილებელია ალტერნატილუ განბლოკვის მეთოდის (PIN კოდი, თითის ანაბეჭდი ან გრაფიკული გასაღები) დაყენებაც, რომელიც იმ შემთხვევისთვისაა საჭირო თუ თვალის ბადურის სენსორი ვერ მოახერხებს მომხმარებლის ამოცნობას. ეს რა თქმა უნდა ცუდია რადგან გამოყენებაში მინც რჩება დაცვის უფრო სუსტი მექანიზმები. განბლოკვა ძალიან მარტივია, საკმარისია შეხედოთ სენსორს და ტელეფონი მყისიერად განიბლოკება.
ყველაზე საიდუმლო ფაილებისა და პროგრამების შესანახად კომპანიამ სპეციალური Secure Folder წარმოადგინა. ამ ფოლდერში შესვლა მხოლოდ თვალის ბადურის სკანირების შემდგომ არის შესაძლებელი. თვალის ბადურის სკანირება ახალი ტექნოლოგიაა და ჯერ-ჯერობით ადრეა იმაზე ლაპარაკი თუ რამდენად საიმედოა ის რეალურ პირობებში, რასაც დროთა განმავლობაშ აუცილებლად გავიგებთ.

გაუმჯობესებული სტილუსი

galaxy-note-7-39

Note 7-ის კორპუსში მოთავსებული სტილუსი უფრო თხელი და უფრო მგრძნობიარე გახდა. ახალი სტილუსის წვეროს სისქე 0,7 მილიმეტრს შეადგენს და დაწოლის 4000 დონეს აღიქვამს. ხატვის მოყვარულებისთვის ეს ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი იქნება ხოლო ჩვეულებრივი მომხმარებლები ცხადია ყველაზე მეტად ხელნაწერი უბის წიგანკით ისარგებლებენ. მანამდე არსებული უამრავი პრორამის ნაცვლად Samsung-მა ახალი S-Note აპლიკაცია წარმოადგინა, რომელშიც სტილუსის ფუნქციონალით სარგებლობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტია გაერთიანებული.

ეკრანი

galaxy-note-7-37

Note 7-ის ეკარნი ტრადიციულად კომპანიის საფირმო AMOLED მატრიცაა 2560×1440 გარჩევადობით. ცალკეული პიქსელების დანახვა 5.7 დიუმიან ეკრანზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ეკრანი გამოირჩევა მაქსიამლურად ღრმა შავი ფერითა და ხევის მაქსიმალური კუთხეებით.
თუ თქვენ მომხმარებლების იმ კატეგორიას განეკუთვნებით ვისაც AMOLED ეკრანის გამოსახულება ზედმეტად არაბუნებრივად მიაჩნია, პარამეტრებში არის სპეციალური რეჟიმი, რომელიც ფერთა გამას ისე შეცლის, რომ გამოსახულება მაქსიმალურად დაემსგავსება სტანდარტული IPS მატრიცის ფერებს.
არის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც პირველად სამრტფონებში Note 7-ში გამოჩნდა. სეპციალური ჩიპის საშუალებით გამოსახულების დინამიური დიაპაზონის გაფართოება ხდება, რაც მანამდე მხოლოდ ტელევიზორებში გამოიყენებოდა, რის შედეგადაც ვიდეო გამოსახულება უფრო მეტი ფერებით და დეტელებით გამოისახება ეკრანზე ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში.

რეკორდული წარმადობა

galaxy-note-7-49გარკვეული რეგიონებისთვის სმარტფონი საფირმო Exynos 8890 პროცესორით გამოვა ისევე როგორც Galaxy S7 და S7 Edge. აპარატში არის პროცესორების ორი კლასტერი, რომელთაგან თითოეული შედგება ოთხი ბირთვისაგნ რომლების ტაქტური სიხშირეები 2.3 და 1.7 გიგაჰერცი. ამერიკის ტერიტორიაზე კი ფაბლეტი Qualcomm Snapdragon 821 პროცესორით გამოვა. სითეტიკურ ტესტებში Note 7 მყარად დგას პირველ ადგილზე და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სმარტფონია.
რაც შეეხება საოპერაციო სისტემას აქ რა თქმა უნდა გამოიყენება Andorid 6.0 Marshmallow და TouchWiz-ის გაუმჯობესებული და S-Pen-ზე მორგებული ვარიანტი. გაჯეტს 64 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დამატებითი microSD ბარათის ჰიბრიდული სლოტი მეორე SIM ბარათს თამამად დავუთმოთ, თუმცა მათთვის ვისთვისაც 64 გიგაბიტიც არ არის საკმარისი კომპანიამ გაითვალისწინა 256 გიგაბიტამდე microSD ბარათების მხარდაჭერაც.

USB Type-C

galaxy-note-7-16Samsung Galaxy Note 7-ში კომპანიამ გადაწყვიტა USB Type-C პორტის გამოყენება, რაც მისასალმებელია. მომავალი წლიდან უვკლე ყველა მწაროებლის ფლაგმანი ამ პორტით იქნება აღჭურვილი. ახალი პორტი უფრო მოხერხებულია და უფრო მეტი ფუნქციონალური შესაძლებლობა და გამტარუნარიანობა აქვს.
რა თქმა უნდა გათვალისწინებულია სწრაფი დამუხტვის და უსადენოდ დამუხტვის შესაძლებლობაც. Note 7 აღჭურვლია 3500 მილიამპერი მოცულობის აკუმლატორით რაც იმის გათვალისწინებით, რომ გამოიყენება საფირმო პროცესორები და ენერგიის ნაკლები მოხმარებით გამორჩეული AMOLED ეკრანი სრულებით საკმარისი იქნება რომ მივიღოთ მისაღები ავტონომიურად მუშაობის დრო.

ერგონომიკა

galaxy-note-7-41გასაკვირია მაგრამ ეს უშველებელი სმარტფონი, რომელსაც 6,7 დიუმიანი კერანი აქვს ძალიან კომფორტული დასაჭერია ხელში რაც ხშირად ინდივიდუალური მიდგომის საკითხია, თუმცა ორივე მხირდან მომრგვალებული ნაპირები და მეტალის ჩარჩო მართლაც ძალიან სასიამოვნა შეგრძნებას ტოვებს ფაბლეტის ხელში დაჭერისას.
გარეგნულად Note 7 ძალიან გავს S7 და S7 Edge-ს და მათ მსგავსად ერთი ნაკლი აქვს რაც სრიალა შუშის კორპუსების თავისებურებაა. შუშის ზედაპირი მომენტალურად იკრავს თითის ანაბეჭდებს ყველა მხრიდან რის გამოც ხშირად მოგიწევთ ტელეფონის გაწმენდა.
Note 7-ში ზუსტად იგივე კამერის მოდული გამოიყენება რაც S7 სა და S7 Edge-ში. ეს არის 12 მეგაპიქსელიანი მოდული სწრაფი ავტოფოკუსითა და ოპტიკური სტაბილიზაციით.
კიდევ ერთი სიახლე Note 7-ში არის სმარტფონისა და სტილუსის დაცვა მტვრისაგან და წყლისაგან IP68 სტანდარტის შესაბამისად. გამოდის, რომ სტილუსით ხატვა წყალქვეშ 2.5 მეტრის სიღრმეზეც არის შესაძლებელი 30 წუთის განმავლობაში.
სმარფონი აგვისტოს შუა რიცხვებიდან იქნება ხელმისაწვდომი 850 დოლარად ამერიკის შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. როდის და რა ფასში იქნება Note 7 საქართველოში ხელმისაწვდომი ჯერ-ჯერობით უცნობია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here