Galaxy Note 10 სერიის სმარტფონებთან ერთად დღეს კომპანიამ წარმოადგინა Galaxy Book S, რომელიც Snapdragon 8cx ერთკრისტალიან პლატფორმაზეა აგებული და Windows 10-ის მართვის ქვეშ მუშაობს.

ნოუთბუქს სენსორული IPS ეკრანი აქვს 13,3 დიუმი დიაგონალით და Full HD გარჩევადობით. მას LPDDR4X ტიპის 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 256/512 შიდა მეხსიერება აქვს. გათვალისწინებულია 1ტერაბაიტამდე მეხსიერების ბარათების მხარდაჭერაც.

Galaxy Book S-ს აქვს 42 ვატიანი აკუმლატორი და პლატფორმის ენერგოეპექტურობიდან გამომდინარე შეუძლია 23 საათამდე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა ვიდეოს გაშვებისას.

მოწყობილობაში გამოყენებუულია Quick Charge 2.0 და Power Delivery 2.0 ტექნოლოგიები. არის ადაპტერები Wi-Fi 2,4/5 გჰც, Bluetooth 5.0, GPS მიმღები, ვებ-კამერა 720p გარჩევადობით. რაც შეეხება ინტერფეისებს აქვ მხოლოდ ერთადერთი USB-C პორტია გამოყენებული.

Galaxy Book S-ში არის Windows Hello ფუქნციონალის მხარდაჭერა და მას თითის ანაბეჭდების სკანერი აქვს. კორპუსი ანოდირებული ალუმინისაა და მისი სისქე 11,8 მილიმეტრია. ნოუთბუქი 960 გრამს იწონის. ნოუთბუქის აუდიო სისტემა AKG-ს შექმნილია და Dolby Atmos ტექნოლოგიის მხარდაჭერა აქვს.

Galaxy Book S – გაყიდვაში შემოდგომაზე შემოვა და მისი საწყისი ფასი 1000 დოლარი იქნება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here