ყველას სურს შეიძინოს სმარტფონი და ჰქონდეს გარანტია, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება. თავისუფალი ვაჭრობის პირობებში დადგა იმის საჭიროება, რომ შექმნილიყო დამატებითი მექანიზმები, რომელიც დაიცავს მომხმარებელს უხარისხო პროდუქტისა და მომსახურებისგან. სამსუნგის სმარტფონების პრემიალური ხარისხისა და მომსახურების გარანტია  სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამაა, რომელიც ადაპტირებულია სპეციალურად ქართული ბაზრისთვის, აქვს წარწერები ქართულ ენაზე და ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი.

რატომ უნდა შეიძინოთ ჰოლოგრამიანი პროდუქტი?

სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს.  ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონზე ვრცელდება სამსუნგის ოფიციალური გარანტია, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ავტორიზებულ  სერვის ცენტრებში. საჭიროების შემთხვევაში თქვენი სმარტფონის დაზიანებული ნაწილები მხოლოდ ახალი და ორიგინალი დეტალებით შეიცვლება.  

ოფიციალური ჰოლოგრამით სამსუნგის სმარტფონები ადაპტირებულია ქართული ბაზრისთვის – შემოწმებულია და სრულად თავსებადია ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებთან.

ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის  შეძენისას მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ექსკლუზიური ფასდაკლებებით, პრომო აქციებით და განსაკუთრებული შეთავაზებებით, როგორიცაა, მაგალითად „Trade–In“ და „უსაზღვრო ეკრანის გარანტია“.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს Galaxy S10-ზე უსაზღვრო ეკრანი დაზიანდა, სამსუნგი გთავაზობთ ერთ წლიან სპეციალურ გარანტიას, რომლის ფარგლებშიც მაღალკვალიფიციური ტექნიკოსები დაზიანებულ ეკრანს ახლით შეგიცვლიან. რაც შეეხება „Trade–In-ს“, ეს შესაძლებლობა მათთვისაა, ვისაც სურს ჰქონდეს სამსუნგის უახლესი სმარფონი  Galaxy S10  და ამასთან, მოახერხოს მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვა. თუ თქვენ ხართ სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის მფლობელი, მაშინ

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here