The Verge-თან საუბარში Instagram-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შესაძლოა სამომავლოდ პოსტებზე მოწონებების, ანუ ლაიქების რაოდენობა აღარ გამოჩნდეს. ამის მიზანია, რომ პოსტზე მოწონებების რაოდენობიდან ყურადღება მომხმარებელმა პოსტის რეალურ შინაარსზე გადაიტანოს. ჯერჯერობით ეს ფუნქცია დატესტვისა და ფიქრის პროცესშია, ამიტომ მოხდება თუ არა რეალურად ეს ცვლილება – უცნობია.
ინსტაგრამი აცხადებს, რომ მათ აღნიშნული ფუნქცია ჯერ არ გამოუცდიათ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here