დღეს Samsung Galaxy Unpacked 2019 ღონიძიებაზე კომპანიამ ოფიციალურად წარმოადგინა Galaxy Note 10 სერიის სმარტფონები.

Galaxy Note 10-მა მიიღო 6,3 დიუმიანი Dynamic AMOLED ეკრანი Infinity-O, FHD+ გარჩევადობით და HDR10+ მხარდაჭერით. ეკრანში ასევე ჩაშენებულია თითის ანაბეჭდების სკანერი. მთავარი კამერა სამი სენსორისგან შედგება: 16 მეგაპიქსელიანიულტრაფართო კუთხის მქონე ობიექტივით, F2.2 აპერტურით, 12 მეგაპიქსელიანი F1.5 აპერტურით, 12 მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივით და F2.1 აპერტურით. წინა კამერა 10 მეგაპიქსელიანია.

https://youtu.be/CYA_XAMfRfo

ჩვენს რეგიონში სმარტფონს ექნება რვა ბირთვიანი პროცესორი Exynos 9825. აპარატს 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 256 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს. კვებას 3500 მილიამპერიანი აკუმლატორი უზრუნველყოფს.

უფროს მოდელს Galaxy Note 10+ აქვს 6,8 დიუმიანი Dynamic AMOLED Infinity O ეკრანი აქვს Quad HD გარჩევადობით. მთავარ კამერას დამატებითი სიღრმის აღმქმელი სენსორი აქვს. წინა კამერა აქაც 10 მეგაპიქსელიანია.

სმარტფონი იგივე პლატფორმაზე Exynos 9825 მუშაობს, 12 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს. მოწყობილობას 4300 მილიამპერიანი აკუმლატორი აქვს 45 ვატიანი უკაბელო დამუტხვის მხარდაჭერით.

Galaxy Note10+ გათვალისწინებულია მე-5 თაობის მობილური ქსელების მხარდაჭერა.

განახლდა სტილუსებიც სადაც კომპანიამ ხელნაწერი ტექსტის ამოცნობის ფუნქცია წამოადგინა, რომელიც ჩანიშვნებს ტექსტად გარდაქმნის და Microsoft Word-ში გადააქვს. გარდა ამისა S Pen-ს შეუძლია ჟესტების ამოცნობა სმარტფონის დისტანციურად მართვისთვის.

Galaxy Note10+ შეუძლია დამატებითი რეალობის კონტენტის შემქნა. ამის შესაძლებლობას მას კამერის 3D სკანერი აძლევს. კომპანიამ აჩვენა თუ როგორ იქმნება სათამაშოსგან 3D მოდელი მისი შემდგომში ციფრულად გამოყენებისათვის.

ორივე მოდელი Android 9 Pie-ს მართვის ქვეშ მუშაობს. სამწუხაროდ Samsung-მა გადაწყვიტა, რომ 3.5 მმ. აუდიო ჯეკი ხმარებიდან ამოიღოს.

წინა სტატიაელონ მასკის თქმით ტესლაში Youtube-ისა და Netflix-ის ყურება იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიაSamsung Galaxy Book S

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი