Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოსთვის წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 300-მდე ბანკი ეჯიბრებოდა ერთმანეთს, სადაც თიბისი ბანკი სოციალური მედიის მარკეტინგსა და სერვისებში, რეგიონში, საუკეთესო ბანკად დაასახელა.

The World’s Best Digital Banks 2018-ის დაჯილდოების საღამო ლონდონში, RIBA-ში (Royal Institute of British Architects) გაიმართა.

გამარჯვებულები დასახელდნენ გლობალური და რეგიონული მასშტაბით. მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა Citi.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, გამარჯვებულები გამოვლინდნენ კლიენტებისთვის ციფრული შეთავაზებებითა და ამ გზით, მათი მოზიდვით, ონლაინ მომხმარებლების ბაზის ზრდით, ციფრული ინიციატივებისგან მიღებული მატერიალური სარგებლის მტკიცებულებით, ვებგვერდის დიზაინითა და ფუნქციონალებით.

ქვეკატეგორიის გამარჯვებულები შეირჩნენ სერვისებისა და პროდუქტების მიხედვით.

Global Finance ყოველთვიური ჟურნალია, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა ანტრეპრენუარ ჯოზეფ ჯარაპუტოსა და კარლ ბურგენის მიერ.

Global Finance, რეგულარულად, არჩევს წამყვან ბანკებსა და სხვა ფინანსურ დაწესებულებებს და სტანდარტებს აწესებს გლობალურ საფინანსო საზოგადოებაში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here