24 ნოემბერს კლუბ KHIDI 中 -ში საერთაშორისო ციფრული სამიტი TOUCH გაიმართება.

წლევანდელი TOUCH შეეხება საკითხებს მეწარმეობის, ბიზნესის განვითარებს, ციფრული ინფრასტრუქტურისა და დიზაინ გამოცდილების შესახებ.

სამიტი საქართველოში უკვე მესამე წელია იმართება და საერთაშორისო სპიკერებსა და ასობით დელეგატს მასპინძლობს.

ესაა პლატფორმა, სადაც საერთაშორისო კომპანიებიდან მოწვეული სპეციალისტები და სფეროს ექსპერტები მსმენელებს საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკას უზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ წელს TOUCH-ს სტარტაპერების მხარდამჭერი პროგრამა დაემატა, რომელიც პრეზენტაციებს, ვორკშოპებსა და დაჯილდოებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, წელს კიდევ ერთი სიახლე იქნება – პიჩინგ შეჯიბრი, სადაც სტარტაპებს თავიანთ წამოწყებაზე საუბარი შეეძლებათ. ასევე, გათვალისწინებულია ვორკშოპები, რომლებსაც მოწვეული და ადგილობრივი სპიკერები ჩაატარებენ.

იქნება სტარტაპ-გამოფენაც, რაც სტარტაპერებს ინვესტორებისა და სხვა სტუმრებისთის საკუთარი პროდუქტის წარდგენაში დაეხმარება. ღონისძიება ითვალისწინებს “სტარტაპ დაჯილდოებასაც”, საიდანაც გამოვლინდება 3 ფინალისტი.

კონფერენციაზე სპიკერები მოწვეულები არიან შემდეგი კომპანიებიდან: Google, Airbnb, Lego, Google Cloud, Farfetch, Georgian National Tourism Administration, Red bull.

ღონისძიების ორგანიზატორია სააგენტო Digital Mate. TOUCH-ის მხარდაჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here