აშშ-ში ერთის მხრივ კომპანიებს სილქ როუდ ჯგუფს, Silk Teck Group-ს და საპარტნიორო ფონდს და მეორეს მხრივ, კომპანიის Phi4 Incorporated შორის, გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში გრაფენის ბატარეების და გრაფენის ენერგიის საცავი ტექნოლოგიების საწარმოო და/ან საოპერაციო ცენტრის დაფუძნების პრინციპებს.

კომპანია Phi4 Incorporated ჩართულია გრაფენის ბატარეების და გრაფენის ენერგიის საცავების სექტორში ახალი ტექნოლოგიების აღმოჩენაში, განვითარებაში და საწარმოო სიმძლავრეების მოწყობაში, მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა მაღალტექნოლოგიური ენერგეტკის განვითარების მიზნით.

გრაფენი არის ეკოლოგიურად სუფთა და მსუბუქი, ქიმიურად ინერტული და მდგრადი ელექტრო – და თბოენერგიის მძლავრი გამტარი. გრაფენის დამატება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბატარეების ელექტროდების მასალებს – მატებს გამძლეობას, მნიშვნელოვნად უზრდის ელექტროტევადობას და აკლებს მასას. გრაფენის სუპერკონდენსატორებს შეუძლია განუზომლად დიდი მოცულობის ენერგიის შენახვა, ამდენად, ბატარეების ბაზარზე რევოლუციის გარდა, გრაფენის ბატარეების და კონდენსატორების კომბინაცია იძლევა გასაოცარ შედეგებს, მაგალითად, მნიშვნელოვნად ზრდის ელექტროავტომობილების გარბენს და სიმძლავრეს.

სილქ როუდ ჯგუფი იქნება Phi4-ს პარტნიორი კომპანია საქართველოში. პროექტში ფინანსურ მონაწილეობას მიიღებს საპარტნიორო ფონდი, რომელმაც სილქ როუდ ჯგუფთან უკვე განავითარა ერთობლივი პროექტი წინანდალში სასტუმრო რადისონ ქოლექშნ-ის სახით.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here