CES 2020-ზე Samsung-მა ვიდეო თამაშებისათვის განკუთვნილი მონიტორი წარადგინა. Odyssey G9 – ასე ჰქვია კომპანიის ახალ, ულტრაგანიერ სათამაშო მონიტორს, რომელსაც 49-დიუმიანი QLED მონსტრი ტექნოლოგიურმა მიმომხილველებმა უწოდეს. მონიტორი აღჭურვილია 5120×1440 რეზოლუციის ეკრანით. მონიტორის გამოსვლის თარიღი და ფასი ჯერჯერობით უცნობია, რადგან აღნიშნული ინფორმაცია CES 2020-ზე არ დაუსახელებიათ, თუმცა ცნობილი ხდება, რომ Odyssey G9-სთან ერთად, გამოვა შედარებით ბიუჯეტური მოდელიც – Odyssey G7.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here