ინდოეთში შედგა Samsung-ის სმარტფონების ახალი ხაზის პრეზენტაცია – Galaxy M. ხაზი შეიქმნა იმისათვის რომ კონკურენცია გაუწიოს იმ ბრენდებს, რომლებიც მომხმარებლების ყურადღებას დაბალი ფასებით იქცევენ. ხაზის პირველი წარმომადგენლები არიან Galaxy M10 და Galaxy M20. მოწყობილობებს აქვს Infinity-V ეკრანი, ეკრანის დიდი დიაგონალი და მოცულობითი ბატარეა.

ორივე სმარტფონი ვიზუალურად ერთმანეთის მსგავსია, თუმცა რამდენიმე განსხვავება არის. Galaxy M20-ს მარტივად გამოვარჩევთ მეორე მოდელისაგან როდესაც უკანა პანელს შევხედავთ, სადაც მოთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. მოდელს აქვს 6,3 დიუმიანი TFT ეკრანი გაფართოებით 2340×1080 პიქსელი. მოწყობილობას აქვს პროცესორი Exynos 7904 და 4გბ ოპერატიული მეხსიერება. ბატარეის მოცულობაა 5000მა/სთ, რომელსაც აქვს სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა, დასამუხტად გამოიყენება USB Type-C.

Galaxy M20-ს აქვს ორმაგი მთავარი კამერა 12 და 5 მპ სენსორებით. მეორე კამერას აქვს 120 გრადუსიანი ხედვის მქონე ობიექტივი. მოწყობილობას აქვს პორტრეტული რეჟიმის მხარდაჭერა. წინა კამერა არის 5მპ-ს მქონე.

Galaxy M10 წინა მოდელთან შედარებით ცოტა უფრო განიერი და დიდია. აქვს 6,22 დიუმიანი ეკრანი გაფართოებით 1520×720 პიქსელი. ბატარეის მოცულობაა 3500 მა/სთ. დამუხტვა შესაძლებელია მხოლოდ 5 ვატზე. სმარტფონს აქვს საკმაოდ ძველი პროცესორი Exynos 7870 ოპერატიული მეცხიერებით 2გბ ან 3გბ მოდელის მიხედვით. მოდელს თითის ანაბეჭდის სკანერი არ აქვს. მოწყობილობა იმუხტება micro-USB-ით. სმარტფონის ყველა კამერა M20_ის კამერების იდენტურია.

ორივე სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Android 8.1 Oreo. ოპერაციული სისტემის განახლება Android 9.0 Pie-მდე დაგეგდმილია ამა წლის მეორე ნახევარში.

მოწყობილობები თავიდან მხოლოდ ინდოეთის ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი და ექსკლუზიურად ონლაინ მაღაზიებიდან შეკვეთის შესაძლებლობაც რა თქმა უნდა იქნება. Galaxy M10 ვერსიით 2/16გბ ეღირება $112, მოდიფიცირებული ვერსია 3/32გბ კი – $126. Galaxy M20-ის ფასი 3/32გბ ვერსიისთვის იქნება $155, ხოლო 4/64გბ-სთვის კი – $183.


წინა სტატიაახალი სკანდალი Facebook-ის გარშემო
შემდეგი სტატიაFaceTime-ის კრიტიკულ შეცდომას Apple კვირის ბოლომდე გამოასწორებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი