Facebook-ისთვის 2018 წელი საკმაოდ მძიმე იყო. გასულ წელს სოციალური ქსელი ბევრ სკანდალში გაეხვა. როგორც ჩანს, არც 2019 წელი იქნება მარტივი. 

გუშინ გასაჯაროვდა დოკუმენტები, სადაც ჩანს თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა/აქვს პლატფორმას იმ მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ, რომლებიც მშობლების საკრედიტო ბარათებს იყენებენ თამაშის დროს. 

1 კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-ი არაფერს აკეთებს თამაშის მოყვარული / გეიმერი ბავშვების მიერ მშობლების საბანკო ბარათებიდან უნებართვოდ დახარჯულ თანხებზე. სასამართლომ სოციალურ ქსელს იმ დოკუმენტების წარდგენა და გასაჯაროება მოთხოვა, რომელშიც საუბარია პლატფორმის პოლიტიკაზე ამ მიმართულებით. 

დოკუმენტების წარსადგენად მათ 10 დღე მისცეს. 

ბევრი თამაშს თაღლითური სქემა აქვს: ხშირად იმდენად გაურკვევლადაა ნათქვამი თანხას გაჭრის თუ არა, რომ ვერც მშობლები და ვერც ბავშვები ვერ ვდებიან რასთან აქვთ შეხება. ამის თავიდან ასარიდებლად, Facebook-ს გეგმად ჰქონდა, რომ ყოველი ახალი მოქმედების დროს თავიდან ყოფილიყო საბანკო მონაცმეების შეყვანა საჭირო, თუმცა, ამ დრომდე პლატფორმას ეს მახასიათებელი არ დაუმატებია. 

ერთ-ერთი დოკუმენტში განხილულია თამაში Angry Birds. თამაშის ჩაშვების შემდეგ ნახეს, რომ ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების ითხოვდა თამაშში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ მშობლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ბავშვები მათ პირად ბარათებს თამაშებისთვის უნებართვოდ იყენებედნენ. 

ბევრი ამ საკითხზე ფიქრობს, რომ მშობლებმა თავად უნდა აკონტროლონ თუ რის უფლებას აძლევენ შვილებს, თუმცა ფაქტია, Facebook-ს, რომელსაც ბავშვის მცირეწლოვანების შესახებ ინფორმაცია აქვს, უნდა შეეძლოს ამ საკითხის მოგვარება / თავიდან აცილება.

საბოლოოდ, მსგავს პრობლემას Facebook-ის გარდა, ბევრი სხვა გიგანტი კომპანიაც აწყდება (მაგალითად Apple), თუმცა, საბოლოოდ როგორ წარიმართება ამ მიმართულებით მოვლენები ჯერ-ჯერობით უცნობია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here