Apple-მა აღიარა პრობლემა FaceTime-ში, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ზარზე პასუხამდე მოისმინოს რესპოდენტის ხმა. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა Reuters-თან საუბარში განაცხადა.

Apple-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ კომპანია გამოუშვებს განახლებას, რომელიც კვირის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი. მას არ დაუზუსტებია თუ რამდენი ხანია ამ პრობლემის შესახებ არის მათთვის ცნობილი.

პრობლემა გამოწვეულია შეცდომის მიერ, რომელიც ჯგუფურ ზარებს უკვავშირდება და ვრცელდება სმარტფონებზე iOS 12.1 და უფრო ახალი მიკროკოდის ვერსიით.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here