Apple-ის ხელმძღვანელობამ უკომენტაროდ არ დატოვა ინფრომაცია ჭორდების შესახებ, რომლეიც Face ID-ის სიზუსტის შემცირების გამო გავრცელდა. როგორც Bloomberg-მა თქვა კომპანია Apple-მა გასცა ბრძნაება თავის პარტნიორებს შეემცირებინათ მოთხოვნები 3D სკანირების სისტემის ტესტირების მიმართ, რაც წარმოების პროცესს საგრძნობლად ააჩქარებს.

კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში უარყოფილია Bloomberg-ის განცხადება და ისინი ამბობენ, რომ:

“კლიენტებში აჟიოტაჟი გამოიწვია iPhone X-ის Face ID-ის თემამ და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იმ მომენტს, როცა კლიენტები დაიწყებენ ამ მძლავრი, უსაფრთხო, მარტივი და ინტუიციური სისტემით სარგებლობას. ხარისხი და სიზუსტე არ შეცვლილა და ალბათობა არასწორი ამოქმედებისა ისევე მილიონიდან ერთია. Bloomberg-ის ნათქვამი იმის შესახებ, რომ Apple-მა შეამცირა სიზუსტის სპეციფიკაციები სიცრუეა და ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ტექნოლოგია ახალი ოქროს სტანდარტი გახდება სახით იდენტიფიკაციის მიმართულებით.

შესაძლოა Apple-მა მართლა შეძლო ხარისხის შემცირების გარეშე მოესწრო iPhone X-ის დაგეგმილი რაოდენობის წარმოება, თუმცა არის თუ არა ეს ასე მომავალი გვაჩვენებს.

წინა სტატიაპირველი უჩარჩოო სმარტფონი ეკრანიში ჩაშენებული ანაბეჭდების სკანერით
შემდეგი სტატიაMicrosoft-მა Kinnect დახურა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი