AirPod-ები სხვა მწარმოებლების ტექნიკასთანაც თავსებადია

966

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის პრეზენტაციაზე ამის შესახებ არაფერი უთქვამთ, The Verge-ის მონაცემებით ახალი უმავთულო ყურსასმენები თითქმის ნებისმიერ სმარტფონთან და პლანშეტთან იმუშავებს. რა თქმა უნდა მიახლოებით შეკავშირების ფუნქცია და Siri-ს მხარდაჭერა არ იქნება. გამოცხადებული სისტემური მოთხოვნები: iOS 10, watchOS 3 ან macOS Sierra საჭიროა, მხოლოდ მისი სრული ფუნქციონალის გამოყენებისთვის.

Apple ამბობს, რომ AirPods-ის გამოყენება სხვა მწრამოებლის მოწყობილობაზე საკმაოდ უაზროა. კომპანიამ განმარტება გააკეთა, რომ “ყველანაირი მაგია იკარგება მაშინ, როცა მათ Apple-ის მოწყობილობებთან არ გამოიყენებთ”. რა თქმა უნდა ეს “მაგიაა” სწრაფი შეერთება, ვირტუალური ასისტენტი და მოწყობილობებს შორის გადართვა მათთან ხელახალი შეკავშირების გარეშე. როგორც ჩანს ახალი ყურსასმენები ჩვეულებრივი Bluetooth პროტოკოლს იყნებენ, რაც საშუალებას იძლევა მათი საბაზისო ფუნქციონალით ნებისმიერმა თავსებადმა მოწყობილობამ ისარგებლოს. შეგახსენებთ, რომ AirPods გაყიდვაში შემდეგ თვეში შემოვა და მისი ფასი 159 დოლარი იქნება და მისი გამოყენება Android მოწყობილობაზეც არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა “მაგიური” ფუნქციონალის გარეშე.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here