Epic Games და Apple-ის საქმის განხილვა ონლაინ სხდომის ფორმატში განხორციელდა: დეველოპერმა მოითხოვა Fortnite-ის App Store-ში დაბრუნება. მოსამართლე ივონ გოსალეს როჯერსმა (Yvonne Gonzalez Rogers) განაცხადა, რომ კომპანიები უნდა დაელოდონ მის წერილობით პასუხს.

ადრე როჯერსმა არ დააბრუნა Fortnite App Store-ში განხილვის პერიოდისთვის, თუმცა ახლა მან კომპრომისი შესთავაზა მხარეებს: Apple შეძლებს დააბრუნოს Fortnite პლატფორმაზე იმ პირობით, რომ Epic-ის მიერ დაგროვილი ფული შეინახება სპეციალურ დეპოზიტზე სასამართლო განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში.

Apple-ის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ კომპანიასთან მოლაპარაკება მოუწევთ აღნიშნულ საკითხზე, ხოლო Epic-ის ადვოკატებმა უარი განაცხადეს და თქვეს, რომ სასამართლო არ უნდა უწყობდეს ხელს “მონოპოლისტების უკანონო ქმედებებს”.

როჯერსმა განაცხადა, რომ Epic Games-ის არგუმენტებმა მასზე “განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს”. მან აღნიშნა, რომ 30% კომისია ეს სტანდარტული პრაქტიკაა სათამაშო ინდუსტრიაში, რომელსაც Epic წარმოადგენს. გარდა ამისა, დეველოპერმა დაარღვია Apple-ის წესები, რომელსაც ადრე ეთანხმებოდა.

“თქვენ არ იყავით გაულახდილები, თქვენ გითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ თქვენ მაინც გააკეთეთ. საზოგადოებაშ ბევრმა შეიძლება გმირებადაც ჩაგთვალონ, მაგრამ ეს მაინც წესების დარღვევაა” – განაცხადა როჯერსმა.

მოსამართლემ ასევე გააკრიტიკა Epic-ის განცხადება იმის გამო, რომ Apple-მა მათ თამაშების ძრავას Unreal Engine “აუნაზღაურებელი ზარალი”. “არ არსებობს იმის პრეცედენტი, როცა მრავალმილიარდიანი შემოსავლების მქონე კომპანია რამდენიმე მილიონით დაზარალდეს და ეს გამოუწორებელი ზიანი იყოს” – თქვა მან.

როჯერსმა განაცხადა, რომ “ის მხოლოდ ერთ-ერთი საფეხურია” ამ საქმეში – წაგებულს აქვს აპელაციის უფლება. მისი სიტყვებით, საქმე დიდი ალბათობით ნაფიც მსაჯულებს გადაეცემა.

Epic Games vs Apple

ქრონიკა

სექტემბერი 30, 2020
Epic Games და Apple-ის საქმის განხილვა ონლაინ სხდომის ფორმატში განხორციელდა: დეველოპერმა მოითხოვა Fortnite-ის App Store-ში…
სექტემბერი 30, 2020
სექტემბერი 6, 2020
Epic Games-მა თხოვა სასამართლოს, რომ გააუქმოს შეზღუდებვი, რომელიც Apple-მათ წინააღმდეგ აამოქმედა App Store-ის წესების დარღვევისთვის,…
სექტემბერი 6, 2020
სექტემბერი 5, 2020
Bloomberg-ის პუბლიკაციის თანახმად ბევრი იაპონელი მობილური აპლიკაციების დეველოპერი მხარს უჭერს Epic Games-ს Apple-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.…
სექტემბერი 5, 2020
აგვისტო 24, 2020
Apple განცხადებით გამოვიდა Epic Games-ის სარჩელის პასუხად, რომელიც მას ანტიკონკურენტულ ქცევაში ადანაშაულებს. აიტი გიგანტი ამბობს,…
აგვისტო 24, 2020
აგვისტო 22, 2020
ხვალიდან Epic Games დაიწყებს FreeFortnite ჩემპიონატს. ტურნირი ოთხი საათი გაგრძელდება და მასში გამარჯვებულები პრიზებს მოიგებენ,…
აგვისტო 22, 2020

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი