NASA და SpaceX-მა ჩანიშნეს ახალი თარიღი, როცა CrewDragon-ის სრულყოფილი ფრენა განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ მისია Demo-2, რომელშიც ბობ ნეკენი და დაგონ ჰერლი იღებდნენ მონაწილეობას საცდელი გაფრენა იყო. პირველი პილოტირებული ფრენა სრულყოფილი გუნდით კოსმოსში 31 ოქტომბერს – ჰელოუინზე აიღებს სტარტს. თავდაპირველად ფრენა 23 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. ამავდროულდ ხომალდი სოიუზი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 14 ოქტომბერს გაფრინდება, ხოლო 21 ოქტომბერს დაბრუნდება დედამიწაზე და ჩამოიყვანს ანატოლი ივანიშინს, ივან ვაგნერს და ასტრონავტს კრის კესიდის.
მისიის ეკიპაჟის წევრები იქნებიან NASA-ს სამი ასტრონავტი: მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტო გლოვერი და შენონ უოკერი, ასევე იაპონიის კოსმოსური სააგენტოს კოსმონავტი სოიჩი ნოგუჩი.
SpaceX
ქრონიკა