ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე განთავსებული სასტარტო კომპლექსი LC-4-დან 13 ივნისს SpaceX-მა წარმატებით გაუშვა 58 სატელეკომუნიკაციო სატელიტებით დატვირთული რაკეტა-მატარაებლეი Falcon 9. სატელიტები განეკუთვნება სისტემა Starlink-ს, რომლის შემადგენლობაში უკვე არის 538 კოსმოსური აპარატი.

დამატებითი ტვირთის სახით Falcon 9-მ ასევე გაუშვა კოსმოსში სამი აპარატი SkySat, რომლებიც ამერიკულ კომპანია Planet Labs ეკუთვნის. მათზე განთავსებულია პორტატიული ტელესკოპები და კამერბი, რომლებიც დედამიწის ზედაპირის მონიტორინგს აწარმოებენ.

სტარტიდან 15 წუთში სატელიტების ჯგუფი გამოეყო Falcon 9-ს და დაიწყო გასვლა ელოფსურ ორბიტაზე 212 დან 386 კმ. სიმაღლეზე. შემდგომში მათი მუშაობა შემოწმდება SpaceX-ის სპეციალისტების მიერ. სატელიტები გამოიყენებენ იონურ ძრავებს, რომელბითაც ისინი სამუშაო ორბიტაზე 550 კმ-ის სიმაღლეზე ავლენ. ყოველ აპარატს აქვს ერთი მზის ბატარეა, ოთხი ანტენა, ნავიგაციის სენსორები და შეჯახების თავიდან აცილების სისტემა.

Falcon 9-ის მრავალჯერადი საფეხური 8 წუში და 42 წამში დაეშვა მცურავ პლატფორმაზე ატლანტის ოკეანეში კოსმოდრომიდან 630 კილომეტრის დაშორებით. ეს იყო მისი მესამე სამუშაო გშვება.

წინა სტატიაSony Playstation 5 – დიზაინი და თამაშების პრეზენტაცია
შემდეგი სტატიადეკემბერში Adobe Flash Player მწაროებლის საიტიდან ოფიციალურად წაიშლება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი