კომპანია Adobe-მ შეგვახსენა, რომ Flash Player-ის განახლებებს და ზოგადად გავრცელებს 2020 წლის 31 დეკემბერს შეწყვიტავს. აღნიშნულ დრომდე კომპანია აგრძლებს რეგულარული უსაფრთხოების განახლებების გამოშვებას პროდუქტისთვის და უზურუნველყოფს მის თავსებადობას ბრაუზერებსა და საოეპრაციო ისისტემებთან.

31 დეკემბრის შემდეგ Adobe წაშლის Flash Player-ის გადმოსაწერ საიტს და კონტენტი, რომელიც განკუთვნილია Flash Player-ისთვის დაუბრლოკება.

მომხმარებლები შეძლებენ Flash Player-ის გადმოწერას სხვა საიტებიდან, თუმცა კომპანია ამბობს, რომ ისინი არ არიან ავტორიზებული და შესაძლოა მავნე წყაროებიც კი აღმოჩნდნენ.

Adobe გვირჩევს, რომ წავშალოთ Flash Player ჩვენი კომპიუტერებიდან. ინსტრუქციები  Windows и Mac პლატფრომებისთვის მათ ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნებულია.

Adobe აღნიშნავს, რომ ღია სტანდარტები, როგორიცაა HTML5, WebGL და WebAssembly ვირთარდება და უკვე შეიძლება მათ Flash-ის ალტერნატივად განხილვა. გარდა ამისა, მათი ინტეგრირება ხდება უმთავრეს ბრაუზერებში. კომპანია თვლის, რომ 2017 წლიდან, როცა გამოცხადდა Flash-ის გაუქმების შესახებ გეგმები, საკმარისი დრო გავიდა არსებული კონტენტის მიგრაციისთვის.

Mozilla საბოლოოდ ამოღიებს Flash-ის მხარდაჭერას Firefox-ის 84 ვერსიაში, ხოლო Google-მა Flash კონტენტის ინდექსაცია 2019 წლიდან შეწყვიტა. Adobe Flash-ის მხარდაჭერა უკვა არ არის Chrome და Microsoft Edge ბრაუზერებში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here