სატელიტური ინტერნეტ სერვისი SpaceX-ისგან მომხმარებლებს პრემიუმ სერვისს Starlink Premium-ს თავაზობს. კომპანი ამაბობს, რომ ინტერნეტის სიჩქარე 150-დან 500 მეგაბიტამდე იქნება და შეყოვნება 20-დან 40 მილიწამამდე.ტარიფის ღირებულება 500$ იქნება თვეში.

Starlink-ის საბაზისო სერვისებსზე ხელმოწერისთვის მომხმარებლებმა უნდა გადაიხადონ 599$ მოწყობილობებისთვის და 99$ ყოველთვიურად სააბონენტო ტარიფი. Starlink Premium-ის მიმღები მოწყობილობა 2500$ ეღირება, ხოლო ყოველთვიური სააბონენტო 500$ ეღირება.

ახალი ანტენების მიწოდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაიწყება. უკვე ახლა შეიძლება დეპოზიტის შეტანა 500$-ის ოდენობით, რომ დაარეზერვოთ პრემიუმ კლასის თეფში.

Stalink-ის საიტზე წერია, რომ პრემიუმ დონე განკუთვნილია “მცირე ზომის ოფისებისთვის, ვიტრინებისთვის და სუპერ მოხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოში.”

წინა სტატიაMicrosoft-მა შეწყვიტა HoloLens 3-ის შემუშავება
შემდეგი სტატიაალექს კიპმანმა უარყო, რომ HoloLens 3-ის შემუშავება შეწყდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი