Microsoft HoloLens-ის ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა ალექს კიპმანმა თავის Twitter-ში უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ HoloLens 3-ის შემუშავება შეწყდა, რომელიც Business Insider-მა გამოაქვეყნა. მისი თქმით HoloLens-ის განვიტარება წარმატებით მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ქსელში ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ HoloLens 2-ის შემუშავება შეწყდა, თუმცა პროდუქტი წარმატებით გამოვიდა ბაზარზე.

ასევე გაირკვა, რომ HoloLens 2-ის გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ მიუთითებდა პროექტის შეჩერებას. ამბობდნენ, რომ შექმნის პროცესში გუნდმა გადაწყვიტა გამოეტოვებინა მე-2 თაობის მოწყობილობა და გადაერთო მესამე თაობაზე, რომ შეენარჩუნებინა კონკურენტებთან მიმართებაში უპირატესობა. საბოლოო ჯამში სწორედ მე-3 თაობის HoloLens გამოვიდა ბაზარზე სახელით HoloLens 2.

რაც შეეხება ახალ ჭორებს, Business Insider ამბობს, რომ HoloLens 3-ის შემუშავება 2021 წლის შუა პერიოდში შეწყდა სერიოზული უთანხმოებების გამო გუნდის წევრებს შორის და Samsung-თან პარტნიორობის გამოც. ასევე ამბობენ, რომ 25-ზე მეტი თანამშრომელი გადავიდა Meta-ში. არის თუ არა ეს სიმართლე ჯერ-ჯერობით მაინც დაუდგენელია.

წინა სტატიაSpaceX-მა პრემიუმ პაკეტის შეთავაზება დაიწყო StarLink-ის მომხმარებლებისთვის
შემდეგი სტატიაIBM კვებეკის პროვინციისთვის კანადაში კვანტურ კომპიუტერს შექმნის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი