SpaceX-ის ვიცე პრესზიდენტმა გაყიდვების მიმართულებით ჯონათან ჰობლერმა განაცხადა, რომ კომპანიამ დაიწყო მაღალი გამტარუნარიანობის სატელიტური ინტერნეტის Starlink-ის ტესტირება რამდენიმე თვითმფრინავზე.

კომპანია აპირებს მისი ინტერნეტით უზრუნველყოს ავიახაზები უკვე მოკლე დროში და აწარმოებს მოლაპარაკებებს კომპანიებთან. თუ SpaceX შეუთანხმდება გადამზიდავებს ის პირდაპირ კონკურენციას გაუწევს ტელეკომუნიკაციების კომპანიებს, როგორიცაა Telease Cor, Viasat Inc, Intelas SA და სხვ.

ჰოფლერი არ ასაჯაროებს სისტემების ტესტირების დეტალებს და მოლაპარაკებებს ავიახაზებთან. მან თქვა, რომ Starlink კვირაში 6 სატელიტს აწარმოებს.

ადრე SpaceX-ის ხელმძღვანელმა ელონ მასკმა შიდა წერილში განაცხადა, რომ კომპანია გაკოტრების პირასაა. კომპანია წარმოების და Raptor ძრავების წარმოების სირთულეებს უჩიოდა. მასკმა თანამშრომლებს დავენების დღეებშიც მუშაობისკენ მოუწოდა. ის ფიქრობს, რომ წარმოების აჩქარების გარეშე SpaceX ვერ შეძლებს რეგულარულად გაუშვას Spaceship შემდეგი წლისათვის.

მიმდინარე მომენტისთვის SpaceX-ს უკვე აქვს ა.შ.შ. ფედერალური კომუნიკაციების კომისიისგან ნებართვა გაუშვას 12 ათასი სატელიტი. კომპანია რაოდენობის გაზრდას 30 ათასამდე აპირებს.

უახლოესი გაშვება 2 დეკემბერს დაიწყება. Falcon 9 რაკეტა-მატარებელი სისტემას 53 სატელიტს დაამატებს. წინა გაშვებისას ნოემბერში ორბიტაზე 53 აპარატი გაუშვეს. ახლა უკვე კომპანიას 1,8 ათასი სატელიტი ყავს.

გასულ თვეს SpaceX-მა თქვა, რომ ჩიპების საერთაშორისო დეფიციტი ნეგატიურად იმოქმედებს Starlink-ის სამომხმარებლო ტერმინალების მიწოდებაზე.

წინა სტატიაApple შესწირავს 1 დოლარს Apple Store-ის ყოველი გაყიდვიდან შიდსის და COVID-19 ფონდში
შემდეგი სტატიაSnapdragon 8 Gen 1 – ახალი თაობის ფლგამანებისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი