Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა ელონ მასკმა ახალი კომპანია Neuralink დააფუძნა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით ეს პროექტი შექმნის ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც ადამიანები თავიანთი ტვინის კომპიუტერთან მიერთებას შეძლებენ.

გამოცემის წყაროებს უჭირთ აღწერონ თუ რა პროდუქტებს უნდა მოველოდეთ ახალი კომპანიისგან. მათი სიტყვებით მასკი აპირებს გარკვეული სატესტო პროექტის გაშვებას, რომ დაამტკიცოს ტექნოლოგიის სარგებელი ისევე, როგორც ეს Teslaსა და Space X-ის შემთხვევაში მოხდა და მოლოდ შემდეგ გაუშვებს უფრო მასშტაბურ სისტემებს.

კომპანიამ უკვე დაიქირავა წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც მოქნილი ელექტროდების და იმპლანტები შექმნეს და ისინი ფრინველის ტვინში ჩააშენეს, ასევე შეისწავლიან იმას თუ როგორ აკონტროლებს ტვინი სხეულის მოძრაობას.

კერძოდ კომპანიამ შესაძლოა გამოუშვას იმპლანტანტები ტვინის ავადმყოფობებთან საბრძოლველად. თუ Neuralink შეძლებს მისი ტექნოლოგიების უსაფრთხოებისა ეფექტურობის დამტკიცებას, კომპანია შეეცდება იგივე მეთოდები ტვინის ფუნქციონალურობის გასაძლიერებლადაც გამოიყენოს.

სისტემას რამდენიმე ბარიერი ეღობება და ეს იმპლანტანტების ტვინში მოთავსების ყველაზე მარტივი მეთოდის მოძებნაა. ამის გარდა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია მუდმივად სკანირდებოდეს ტვინის აქტივობები, იმისთვის რომ სწრაფად განასხვავონ ადამიანის მოთხოვნილებები.

ოფიციალურად Neuralink გაშვებულია, როგორც მედიცინის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც 2016 წლის ივლისში დაფუძნდა. გუნდის ერთ-ერთი წევრი და დამფუძნებელია მაქს ჰოდაკი ადასტურებს კომპანიის არსებობას და მასში ელონ მასკის მონაწილეობასაც კი.

WSJ-ის წყაროების ცნობით მასკმა შესაძლოა უმთავრესი ლიდერის როლი შესარულოს ახალ კომპანიაში, თუმცა კონკრეტული გეგმების შესახებ ჯერ საუბარი არ არის. Twitter-ის საკუთარ გვერდზე მასკი ამბობს, რომ სტატია Neuralink-ის შესახებ Wait but Why-ში გამოქვეყნდება უახლოეს კვირებში.

წინა სტატიაLenovo ისევ აბრუნებს Motorola-ს
შემდეგი სტატიაSamsung Galaxy S8 და S8 Plus

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი