არც ისე დიდი ხანია მას შემდეგ რაც Starlink-ის მოწყობილობების კომპლექტები ჩვეულებრივ მომხმარებლებს მიაწოდეს და ისინი აქტიურად აზიარებენ თავის გამოცდილებას. ბეტა-ტესტირება დევიზით “უკეთესი ვიდრე არაფერი” საშუალებას იძლევა შევაფასოთ 10%-ით გაშლილი სატელიტების დაჯგუფება და ეს შეფასებები შთამბეჭდავია!

პროექტის ანონსის დღიდან ბევრი სკეპტიკოსი არ მოელოდა, რომ კომპანია სიგნალის დაგვიანების და სიჩქარის გაცხადებულ მაჩვენებლებს დადებდა. თუმცა ელონ მასკი გამოირჩევა იმით, რომ ყოველთვის ამართლებს წინასწარ გაცემულ დაპირებებს მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირად გაცხადებულ ვადებში არ ხდება.

Starlink-მა უკვე ძალიან შორს მოიტოვა უკან ყველა არსებული სატელიტური ინტერნეტის პროვაიდერი. რა თქმა უნდა დაფარვის ზონა შორსაა დაგეგმილი მასშტაბებისგან და სატალიტების რაოდენობაც ჯერ მხოლოდ 890-ია დაგეგმილი 12 000-დან, მიუხედავად ამისა გადაცემის სიჩქარე 60-90 მეგაბიტია დაუნლოადი ხოლო აფლოუდი 10-20 მეგაბიტი 35 მილიწამიანი შეყოვნებით. ეს 4-ჯერ მეტია ვიდრე Viasat-ისა და HughesNet-ის მონაცემები.

მოცემული მნიშვნელობები საშუალოა და ეყრდნობა რამდენიმე ათეულ გაზომვას, რომელიც Starlink-ის მომხმარებლებმა გააკეთეს. შედეგები გროვდება Reddit-ზე არსებლ თემატურ ჯგუფში სადაც ცხრილის სახით არის წარმოდგენილი.

ცუდ ამინდში, როდესაც ცის ნაწილი ღრუბლებით, ხეებით სახელბით და სხვა ობიექტებითაა დაფარული, სიჩქარე 46 მეგაბიტს შეადგენდა ჩამოტვირთვისას და 15 მეგაბიტს ატვირთვისას, ხოლო პინგი 41 მილიწამი იყო. საუკეთესო შედეგი (ავტომობილის სახურავიდან, უღრუბლო ამინდში) 135/25 მეგაბიტია ქვევით/ზევით და 21 მილიწამი პინგი. სატელიტიდან სატელიტზე გადრთვისას იშვიათად წყდება კავშირი ან საგრძნობლად ეცემა სიჩქარე.

ტესტების ავტორი აღნიშნავს, რომ სამომხამრებლო მოწყობილობები უმაღლესი ხარისხისაა. მისი სიტყვებით არც თეფში და არც როუტერი არ ტოვებს $500 ხარისხის შტაბეჭდილებას, ისინი გაცილებით მეტი უნდა ღირდეს.

ანტენის და Wi-Fi დაშვების წერტილის კვება Ethernet კაბელით ხორციელდება (PoE ტექნოლოგია). თეფში ინსტალაციის შედემგ ავტომატურად ეძებს სატელიტებ და იღებს საუკეთესო პოზიციას. ბრუნვა და დახრა ავტომატურად ხორციელდება სერვომოტორების საშუალებით. კომენტარებში აღნიშავენ, რომ ცივ ამინდში ან თოვლისას გათვალისწინებულია გათბობის სისტემაც.

ქსელის ღია ბეტა-ტესტი 27 ოქტომბერს დაიწყე და ყველა პირველად მომხამრებელს შესთავაზეს მოწობილობების კომპლექტი ღირებულებით $499. ყოველთვიური გადასახადი ტესტირებისთვის არის $99. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი რამდენად შეესაბამება ეს ფასები სისიტემის სრულფუნქციურ ვარიანტს. გარდა ამისა მოწვევისას წევრებს თხოვენ, რომ ძალიან მკაცრად არ განსაჯონ სერვისის ხარისი, რადგანაც Starlink-ის მიმდინარე მდგომარება არ იძლევა საშუალებას უზურუნველყოს მაქსიმალური სიჩქარე და სხვა გაცხადებული მაჩვენებლები.

პერსპექტივაში მონაცემთა გადაცემის სიჩქარე Starlink-ის ქსელში სტაბილურ 100 მეგაბის უნდა შეადგენდეს წამში და პინგი 30 მილიწამზე ნაკლები უნდა იყოს. ასეთი მონაცემების მისაღწევად ორბიტაზე კიდევ 11 ათასი სატელიტი უნდა გაიყვანონ, რომელბიც ერთმანეთს მონაცემებს ლაზერული ტექნოლოგიით გადასცემენ. მიმდინარე ეტაპზე სატელიტები სიგნალს მხოლოდ მომხმარებელსა და დედამიწაზე განთავსებულ სადგურებს შორის აგზავნიან.

წინა სტატიაApple 10 ნოემბერს კიდევ ერთ პრეზენტაციას გამართავს
შემდეგი სტატიაOnePlus 8T Cyberpunk 2077 Edition

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი