თვითერის ახალი მფლობელი ილონ მასკი Twitter-ის გაკოტრებას არ გამორიცხავს. კომპანიას მნიშვნელოვანი თანამშრომლები ტოვებენ.
მილიარდერის გეგმა Twitter-ის განვითარებისთვის ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას და მოგების გაზრდას გულისხმობს. ახალი მფლობელი ფასიანი ხელმოწერებიდან მიღებული შემოსავლის წილის 50%-მდე გაზრდას გეგმავს.

თავის პირველ კორპორატიულ მეილში მასკმა დაწერა, რომ თვითერი ვერ შეძლებს “გადაურჩეს მომავალ ეკონომიკურ ვარდნას”,
თუ სოციალურ ქსელს გამოწერებიდან შემოსავლების გაზრდა არ გამოუვა, რათა სარეკლამო შემოსავლების ვარდნის კომპენსაცია მოხერხდეს.
იოელ როტი, რომელიც Twitter-ის სერვისზე სიძულვილის ენის, დეზინფორმაციისა და სპამის წინააღმდეგ ბრძოლაზე რეაქციას კურირებდა, თანამდებობა 10 ნოემბერს დატოვა. თავის Twitter პროფილზე როტმა დაწერა, რომ კომპანიის “ნდობისა და უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელია”.
იმავე დღეს, Twitter-ის საინფორმაციო უსაფრთხოების მთავარმა ოფიცერმა ლეა კისნერმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
სამსახურიდან ასევე წავიდნენ კონფიდენციალურობის მთავარი ოფიცერი დემიენ კიერანი და შესაბამისობის მთავარი ოფიცერი მარიან ფოგარტი.
აშშ-ს სავაჭრო ფედერალურმა კომისიამ განაცხადა, რომ ის Twitter-ს „ღრმა შეშფოთებით“ აკვირდება. ეს გადადგომები პოტენციურად Twitter-ს რეგულაციების დარღვევის რისკსბაჩენს.

წინა სტატიასწავლის გადასახადების მართვის ვებპლატფორმა – Edupay უცხოეთის ბაზრის ათვისებას გეგმავს
შემდეგი სტატიააშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ჩინელ ჯაშუშებს Huawei-ის წინააღმდეგ გამოძიებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი