ილონ მასკის ულტიმატუმის შემდეგ კომპანია “თვითერის” ოფისები იხურება და თანამშრომლები თანამდებობებს მასობრივად ტოვებენ. მილიარდერი პერსონალის წასვლის გამო შეშფოთებულია. მან დისტანციური მუშაობა ისევ დაუშვა.
Twitter-ის თანამშრომლებმა ილონ მასკის ულტიმატუმის საპასუხოდ სამუშაო ადგილების დატოვებ დაიწყეს, რადგან, კომპანიის ახალი ხელმძღვანელის ულტიმატუმის მიხედვით: მათ ან „მძიმე“ სამუშაო უნდა შეესრულებინათ Twitter 2.0-ის შექმნაზე, ან სამსახურიდან წასულიყვნენ. ახლა სოციალური მედიის გიგანტის საოფისე შენობები დროებით დაკეტილია.
“ილონ მასკს და მის გუნდს ეშინიათ, რომ თანამშრომლები კომპანიის საბოტაჟს აპირებენ. ამის გარდა, ისინი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ თვითერის რომელი თანამშრომელბი გაათავისუფლონ.” – წერს თვითერზე კომპანიის მმართველი რედაქტორი, ზოი შიფერი.
გავრცელებული ინფორმაციით, უკმაყოფილო თანამშრომლების დატოვების შედეგები შეიძლება მძიმე აღმოჩნდეს.”თვითერის” ჯერ კიდევ მოქმედმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ თანამდებობიდან გათვისუფლების მასშტაბების გამო კომპანიის დაშლის მოლოდინში არიან.

წინა სტატიაRedmi-ის უახლესი ტელეფონის სრულად დატენვა ცხრა წუთშია შესაძლებელი
შემდეგი სტატიაApple უშვებს ვებსაიტს ჰაკერებისთვის, რომლებსაც სურთ შეატყობინონ iPhone და Mac დაუცველობის შესახებ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი