სულ რამდენიმე დღეა “თვითერს” ახალი მფლობელი ჰყავს და კომპანიაში უკვე უამრავ ცვლილებებზე საუბრობენ. ერთ-ერთი მოსალოდნელი ცვლილების მიხედვით, ახალი მფლობელის, ილონ მასკის გადაწყვეტილებით, Twitter-ის მთავარი გვერდი დაურეგისტრირებელი მომხმარებლებისთვის შეიცვლება. ინფორმაცია კომპანიის რამდენიმე თანამშრომელზე დაყრდნობით ვრცელდება.
თუ ადრე მთავარ გვერდზე მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა იყო, ცვლილების შედეგად ვიზიტორები ახალ ამბებსა და პოპულარულ თვითებს ნახავენ, რაც ახალი მომხმარებლების მოზიდვას ისახავს მიზნად.
ასევე საუბარია, მობილურ აპლიკაციაში Super Follows-ის (“სუპერ გამომწერების”) სახელის გადარქმევაზე. ამის მაგივრად, უბრალოდ Subscriptions (გამომწერები) დარჩება. ეს ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფასიანი და ექსკლუზიური კონტენტი იკითხოს.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, Twitter-ი მალე პრემიუმ პაკეტის მომხმარებლებს 4.99$-ის ნაცვლად 19.99$-ს გადაახდევინებს. გადაუხდელობის შემთხვევაში კი, მომხარებელი უპირატესობებს დაკარგავს. კომპანიის მფლობელმა, ამ საკითხზე მომუშავე თანამშრომლებს პირველი ულტიმატუმი წაუყენა, მათ სიახლის განსახორციელებლად 1 კვირა აქვთ – 7 ნოემბრამდე ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს, წინააღდეგ შემთხვევაში მათ სამსახურიდან დაითხოვენ.

მასკმა Twitter-ზე წვდომისთვის დეველოპერებთან Starlink სისტემის გამოყენების შესაძლებლობაც განიხილა. მილიარდერს სურს პლატფორმის მაქსიმალური დაფარვა და წვდომა მთელს მსოფლიოში უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ მასკსა და Twitter-ს შორის საბოლოო შეთანხმება 27 ოქტომბერს შედგა. მილიარდერმა სოციალური ქსელის პლატფორმა 44 მილიარდ დოლარად შეიძინა.

წინა სტატია3 მლნ ევრო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად – თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
შემდეგი სტატიაiOS 16 არ შიფრავს ყველა VPN ტრაფიკს, თუნდაც უსაფრთხო რეჟიმში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი