ელონ მასკმა შეძლო ინტერნეტ სივრცეში დიდი ხმაურის გამოწვევა, თუმცა ამ შემთხვევაში არ დასჭირვებია რაიმე ამბიციური პროექტის დაანონსება, მაგალითად როგორიცაა პროექტი Hyperloop. აუდიტორიის გასაოცებლად საკმარისი იყო მხოლოდ რამდენიმე სიტყვა: თამაშები, პორტირება და Tesla. მაღალტექნოლოგიური ელექტრომობილით სეირნობა ძალიან კარგი გართობაა, თუმცა გართობასა და  სიამოვნების მიღებას ლიმიტი არ აქვს. მილიარდერმა განაცხადა, რომ თამაშები მანქანამდე მიაღწევს და ის ეძებს თამაშების შემნელებს, რომლებიც შექმნიან ტაიტლებს სპეციალური არაორდინალური პლატფორმისათვის. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კონსოლს ვემშვიდობებით?

მსოფლიოში ცნობილ ბიზნესმენს უყვარს, რომ საკუთარ თავს ამბიციური გეგმები დაუსახოს. ზოგჯერ ფანების გასაოცებლად საჭირო არ არის რომ მასრსი დაიპყროს. საკმარია მხოლოდ და მხოლოდ განაცხადოს, რომ Tesla-ს მომდევნო განახლებაში გამოჩნდება Atari-ს კლასიკური თამაშები.   – და კოსმოსში გაფრენა საჭირო არ არის. თუმცა ბიზნესმენი არ აპირებს, რომ მხოლოდ კლასიკურ თამაშებს და ისიც სხვის შემნილს დაჯერდეს. ის აპირებს, რომ შექმნას საკუთარი თამაშებიც. ამისათვის მასკი მზადაა რომ კომპანიის შტატი გაზარდოს და თავისთან უხმობს კრეატიულ გეიმიგ შემქმნელებს.

თავისუფალი ვაკანსიის გამოცხადებამ ინტერნეტი შეძრა. მომხმარებლებმა დაიწყეს წინასწარმეტყველება, როგორი თამაშები შეიძლება იყოს მიზანშეწონილი ამგვარი პლატფორმისათვის. ზოგმა შესთავაზა, რომ ეყიდა Epic Games და მანქანაში დაეპორტირებინა Fortnite, ზოგიც იმედს გამოთქვამდა, რომ შესაძლოა Tesla-მ შეძლოს PUBG-ს ოპტიმიზაცია. თუმცა, ინტერნეტის “სამეფო ბრძოლები” ინჟინერებს არ აინტერესებთ. ანიმირებული ტაიტლი Pokemon Go-ს სტილში, თუმცა დიდებისათვის – ეს ისაა, რაც სჭირდებათ. 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here