ელონ მასკის კომპანიამ Neuralink, რომელიც ტვინი-კომპიუტერი ინტეგრირებული ინტერფეისის შექმნაზე მუშაობს, გამოაცხადა ვაკანსია სადაც საუბარია კლინიკური ტესტების კოორდინატორსა და დირექტორის თანამდებობაზე. სააგენტო Bloomberg-მა დაასკვნა, რომ პროექტი მიუახლოვდა ჩიპის ადამიანებზე ტესტირების ეტაპს.

ვაკანსიების სიის თანახმად, ცდეების დირექტორი “მჭირდროდ იმუშავებს ზოგიერთ ყველაზე ინოვაციურ ექიმთან და წამყვან ინჟინრებთან”, ასევე “Neuralink-ის კლინიკურ ტესტირებაში მონაწილეებთან”. გარდა ამაისა ის შექმნის გუნდს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება Neuralink-ის კლინიკურ კვლევებზე”, ასევე ყველა წესის დაცვაზე.

Neuralink ეძებს კოორდინატორ კლინიკური ტესტებისათვის ფრემონტში და სხვა ადამიანებს სხვა და სხვა პოზიციებზე.

გასულ თვეს ელონ მასკმა განაცხადა, რომ იმედი აქვს Neuralink ადამიანის ტვინს დაუკავშიროს უკვე 2022 წელს.

პირველია გამოცდა ადამიანზე არის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც საჭიროა FDA-ს მხირდან ნებართვის მოსაპოვებლად გულისმობს იმის დადგენას შესაძლებელია თუ არა ამა თუ იმ პროცედურის განხორციელება. შემდეგი ნაბიჯი პროცესში არის მოწყობილობის ძირეული ტესტირება. გაურკვეველია თუ რომელ სტადიაზე იმყოფება Neuralink ამ პროცესში.

როგორც წესი მოწყობილობების მწარმოებლები ტესტირების ხელმძღვანელებს ჯერ კიდევ FDA-თან ურთიერთობის ადრეულ ეტაპზე ქირაობენ. მათი დახმარებით ადვილად იგეგმება ცდები და ნებართვის მიღების შანსებიც იზრდება. როგორც ჩანს Neuralink არ აქვეყნებს მონაცემებს ადამიანებზე გამოცდების შესახებ საიტზე ClinicalTrials.gov.

გასულ წელს კიდევ ერთმა კომპანიამ, რომელიც მსგავს ინტერფეისზე მუშაობს, Synchrom – განაცხადა, რომ FDA-მ ნება დართო ჩაატაროს ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლიანობა. Synchron-ის განცხადებით ახლა ისინი საცდელი სუბიექტების აყვანის პროცესში არიან.

წინა სტატიაApple ადასტურებს, რომ iPhone 13-ს არ აქვს ტელეფონზე საუბრისას ხმაურის ჩახშობის მხარდაჭერა
შემდეგი სტატიაIntel $20 მილიარდს ჩადებს მიკროსქემების მწარმოებელ ორ ქარხანაში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი