Android მოწყობილობის მომხმარებლები რამდენიმე თვეა ელოდებიან მეგაპოპულარული და მრავალმომხმარებლიანი შუტერის თავიანთ პლატფორმაზე გამოსვლას. არადა, ბევრს ძალიან ბანალურად შეუძლია თამაშის გაშვება. საქმე იმაშია, რომ მწარმოებელი თამაშს ოფიციალური Google Play მარკეტიდან არ შემოგვთავაზებს. დაწვრილებითი ინფორმაცია გააზიარა კომპანია Epic Games-ის დირექტორმა ტომ სუირინიმ.

Eurogamer-ის ჟურნალისტებთან საუბრისას ტომ სუირინიმ ოფიციალურად დაადასტურა ხმები, რომ Android მომხმარებლებს APK ფაილის გადმოწერა Epic Games-ის ოფიციალური საიტიდან მოუწევთ. შემდეგ კი უნდა დააინსტალირონ დამოუკიდებლად. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მიიღეს. 

“Epic-ის მიზანია საკუთარ მომხმარებელს პირდაპირ მიაწოდოს საკუთარი თამაში. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მოიგებენ კონკურენციას Android-ზე პროგრამული უზრუნველყოფის წყაროებს შორის. სერვისებს შორის კონკურენცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს ბევრ კარგ გადაწყვეტილებას შორის საუკეთესო აირჩიოს,” – აცხადებს ტომ სუირინი.

ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მეორე მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ Epic Games-ს არ სურს Google-მა აიღოს გაყიდვების 30%. 

“ეს ძალიან დიდი ფასია სამყაროში, სადაც თამაშის შემქმნელების 70%-მა უნდა დაფაროს პროექტის შექმნის ხარჯები,” – განაცხადა Epic Games-ის დირექტორმა. 

შეგახსენებთ, რომ Fortnite-მ უკვე გამოიმუშავა მილიარდზე მეტი. 30%იანი გადასახადის დაწესება მათთვის ნამდვილად დიდ ხარჯებთან ასოცირდება. ამიტომ გასაკვირი არ არის რატომ არ სურს კომპანიას თამაშის სხვისთვის გაზიარება.

წინა სტატიაFortnite-ის შემქმნელებმა გადაწყვიტეს არ გაუნაწილონ მოგება Google Plays-ს
შემდეგი სტატიაელონ მასკი გეიმინგ ინდუსტრიას მიწვდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი