როგორც ცნობილი გახდა კომპანია Google-მა კარდინალურად გადახედა თავის დამოკიდებულებას root წვდომის მიღებასთან დაკავშირებით, რაც ასევე ქასთომ რომების დაყენების პროცედურას შეეხო. მომხმარებელი Brian706 – Android Forum-დან დაუკავშირდა Google-ის მხარდაჭერის სამსახურს და დაუსვა კითხვა იმოქმედებს თუ არა ბუთლოადერის გახსნა და სხვა რომების დაყენება ახალი Pixel 2 და Pixel 2 XL-ის გარანტიაზე, რაზეც მოულოდნელი პასუხი მიიღო.

“მე მესმის თუ რისი გარკვევა გსურთ, იმოქმედებს თუ არა root-ის მიღება ან ქასთომ რომის დაყენება Pixel 2-ის გარანტიაზე, რომელიც Google Store-ში შეიძინეთ. ეს არანაირად არ აისახება ჩვენს მიერ მოწოდებულ გარანტიას. Google-ს არ აქვს არაფერი საწინააღმდეგო root წვდომის მიღებასთან თუმცა ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფაზე და ასვე ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი ქასთომ რომების მუშაობაზეც. ჩვენი გარანტიის პირობების თანახმად თქვენ მოგიწევთ უბრალოდ დააყენოთ ოფიციალური ფირმვერი და შემდგომში უპრობლემოდ მიიღებთ საგარანტიო და სხვა სერვისულ მომსახურებას” – განაცხადა მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომელმა.

მხარდაჭერის სამსახურის მსგავსი პასუხი სასიამოვნო სისახლეა ბევრი მომხმარებლისთივს, რადგანაც სხვა მწარმოებლები, რომლებიც მსგავს პრაქტიკას არ მიყვებიან არ სარგებლობენ დეველოპერებს შორის პოპულარობით და მათ ტელეფონებზე ქასთომ რომის დაყენება ხშირ შემთხვევაში გარანტიის განულებას იწვევს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here