კომპანია Samsung ისევე, როგორც სხვა მსხვილი მწარმოებლები უკვე შეუდგა Android 8.0 Oreo ტესტირებას თავისი მოწყობილობებისთვის, მაგრამ ჯერ-ჯერობით არანაირი კონკრეტული ვადები არ დანიშნულა. სრულიად მოულოდნელად თურქული წარმომადგენლობის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ჩანაწერი საორინტაციო რელიზის დრო და უმთავრესი ცვლილებების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა ელოდეს მომხმარებელი.

“ძვირფასო მომხმარებლებო, ჩვენი მუშაობა Android 8.0-ის საექსპერიმენტო ვერსიებზე დაიწყო. ჩვენ ვცდილობთ გამოვუშვათ ახალი საოპერაციო სისიტემა თქვენთვის მომავლი წლის დასაწყისისთვის” – ნათქვამია საიტზე.

წინა 7.0 Nougat-ზე განახლება Samsung-მა წლის დასაწყისში გამოუშვა, რაც იმას ნიშნავ, რომ ჯერ-ჯერობით არანაირი პროგრესი განახლებების აჩქარებაში არ არის და ერთადერთი იმედი ისევ Project Treble რჩება, რომელიც სწორედ 8.0-დან აიღებს სტარტს.

წინა სტატიაGoogle Pixel 2 და Pixel 2 XL – Custom ROM-ების მოყვარულებისთვისაა შექმნილი
შემდეგი სტატიაპირველი უჩარჩოო სმარტფონი ეკრანიში ჩაშენებული ანაბეჭდების სკანერით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი