ერთ -ერთმა მომხამრებლემა APKTool-ის საშუალებით შეისწავლა აპლიკაცია “Settings” Android Oreo-ს ბეტა ვერსიიდან Note 8-ისთვის. სადაც მან აღმოაჩინა ახალი ფუნქცია, რომელიც სავარაუდოდ Galaxy S9 და Galaxy S9 Plus-ში გამოჩნდება. ყურადღება მიიქცია პარამეტრმა “ინტელექტუალური სკანირება” რომელიც სმარტფონის განბლოკავას უკავშირდება. პარამეტრებში არა მხოლოდ მისი აღწერა არამედ სადემონსტრაციო ვიდეოც აღმოჩნდა.

Samsung-ის აღწერის თანახმად “ინტელექტუალური სკანირება” განბლოკვისას ერთდროულად თვალის ბადურისა და სახის ამოცნობის მექნიზმებს იყნებს.

აღნიშნული ფუნქცია არ მუშაობს არც ერთ ბეტა ვერსიაში გასული წლის ფლაგმანებზე, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ის ექსკლუზიური იქნება მომდევნო მოწყობილობებისთვის.

Galaxy S9/S9Plus-ის პრეზენტაცია 25 თებერვალს MWC 2018-ის ფარგლებში შედგება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here