Want create site? With Free visual composer you can do it easy.

დღეისათვის არც ისე ბევრმა კომპანიამ განაახლა თავიანთი მოწყობილობები Android 7.0-მდე, თუმცა Google-მა უკვე დაიწყო Android 7.1.2 ვერსიის ტესტირება, რომელსაც ტექნიკური დატვირთვა ექნება და ვიზუალური და ფუნქციონალური სიახლეების გარეშე ჩაივლის. არ არის გამორიცხული, რომ ახალ პროგრამაში აღმოჩნდეს გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ჯერ-ჯერობით ასეთი რამ ტესტერებს არ აღმოუჩენიათ. Android 7.1.2-ზე განახლებას მიიღებენ Pixel, Pixel XL, Nexus 5X, Nexus Player, Nexus 6P და Pixel C მიიღებენ, ხოლო Nexus 6 და Nexus 9-ისთვის ოფიციალური მხარდაჭერის პერიოდი დასრულდა.

“Android 7.1.2-ის ფინალური ვერსია ორი თვის განმავლობაში გამოვა. როგორც ბეტა ვერსია, განახლება გამოვა Pixel, Pixel XL, Nexus 5X, Nexus Player, Nexus 6P და Pixel C-თვის” – ნათვამია Google-ის დეველოპერების ოფიციალურ საიტზე.

Nexus 6-ისა და Nexus 9-ის მომხმარებლები კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში მიიღებენ უსაფრთხოების ყოველთვიურ განახლებებს, მაგრამ არანაირი ახალი ფუნქციონალი მათთვის ოფიციალურად აღარ გამოვა.

Android 7.1.2-ის ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მხარდაჭერილო მოწყობილობა და Android Beta პროგრამაში გაწევრიანება. ბეტა ვერსია ავტომატურად ჩამოიტვირთება ტელეფონში. ახალი ქარხნული იმიჯები ასევე ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად Google-ის სერვერიდან.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here