Siri ჩემთვის ყველაზე დიდი ხანია ნაცნობია. 2009 წელს, 2 წლით ადრე სანამ Apple წარმოადგენდა ჭკვიან ციფრულ ასისტენტს iPhone-ში, მე და მისი შემქნელები ვიდექით ერთ სცენაზე სადაც ვამზადებდით ტექნიკურ კონფერენციას დებიუტისთვის. მაშინ ის ჩვეულებრივი აპლიკაცია იყო App Store-ში. გარკვეული ხნის შემდეგ Apple-მა იყიდა კომპანია და ასისტენტი 2011 წელს iPhone 4S-თან ერთად წარმოადგინეს.

iPhone-ის გარდა Siri ახლა უკვე iPad-ზეა და ბოლო განახლებაში ის Mac კომპიუტერებზეც გამოჩნდა. რა თქმა უნდა Apple TV-ც უკვე აღიჭურვა პერსონალური ასისტენტით მსგავსად Apple-ის CarPlay პლატფორმისა სადაც Siri უმთავრესი მართვის კომპონენტია. კიდევ ერთი გაჯეტი, რომელიც Siri-სთან ურთიერთობისთვის გამოდგება უახლესი AirPod ყურსასმენებია.

გარდა ამისა Siri ერთ-ერთი იარაღია მოამვალ ტექნოლოგიურ ომში, რომელიც სწორედ ახლა იწყება და ხელოვნუნრი ინტელექტის შექმნას ისახავს მიზნად. ეს ინტელექტი უნდა იყოს თქვენს ტელეფონში, მანქანაში, სახლში, ყველგან და მასთან ურთიერთობას ბუნებრივი დიალოგის სახე უნდა ქონდეს.

რატომ გამოიყურება ახლა Siri სუსტად და არის თუ არა მისი უნარები შეზღუდული? რატომ არ შეუძლია მას მოგვცეს დამაკმაყოფილებელი და ამომწურავი პასუხები ჩვენს მოთხოვნებზე.

ჩემთვის და ბევრი ჩემი ნაცნობისთვის, რომლებსაც წლებია ვიცნობ Siri-ზე დაფუძნებული დიდი მოლოდინები არ გამართლდა და მას მხოლოდ ზარების და ტექსტური შეტყობინებებისთვის იყენებენ, იშვიათად ამინდის პოგნოზისთვის და კიდევ უფრო ნაკლებად ხმოვანი ბრძანებების საშუალებით მართავენ სხვა ჭკვიან მოწყობილობებს. ზოგიერთი მომხმარებელი სარგებლობს თაიმერების, მაღვიძარების, ჩანაწერების და შეხსენებებისთვისაც კი და ხანდახან Siri-ს საშუალებით უკვეთავენ რესტორანში მაგიდებს. რა თქმა უნდა ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებების შესრულება Siri-მდე არსებული სხვა ასისტენტების საშუალებითაც ადვილად იყო შესაძლებელი.

როგორც მე ვხედავ Apple მა დაკარგა ლიდერობა Siri-სთან ერთად და ახლა უკვე Google, Amazon, Microsoft და Facebook გამოდიან არენაზე. Apple-მა ბევრი გააკეთა ყოველ ჯერზე, როცა მის ასისტენტს ცოდნის მონაცემთა ბაზები დაამატა, თუმცა მას გამორჩა ასისტენტისთვის სასაუბრო თემების დამატება.

მხოლოდ ერთადერთი სიახლე რაც Siri-ს დაემატა არის სახლის მოწყობილობების მხარდაჭერა HomeKit პლატფორმის საშუალებით, რაც ძალიან ცოტაა. თქვენ ახლა შეგიძლიათ Siri-ს საშუალებით “ნათურების ანთება” ან “გათბობის ჩართვა სააბაზანოში” რასაც Amazon-ის Alexa-ც ადვილად აკეთბს, რომელიც კიდევ უფრო სწრაფია, რადგან მუდმივად ჩართული მიკროფონის საშუალებით ასისტენტი ყოვლეთვის მზადყოფნაშია განსხვავებით Siri-სგან, რომლის გამოძახება iPhone-ის Home ღილაკზე დაჭერამდე შეუძლებელია.

თუ შეეცდებით Siri-ს წინაშე უფრო ინტელექტუალური ამოცანა დასვათ ის დიდი ალბათობით ვერ შეძლებს დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის პრეზენტაციები და ვებ-საიტი საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობს. არ ვგულისხმობ ხმის ცუდ აღქმააზე. ბოლო ტესტირებისას Siri-მ კითხვეზე პასუხის ნაცვლად მათი ინტერპრეტირება შეძლო მხოლოდ.

ბოლო კვირების განმავლობაში Siri-მ ვერ შეძლო უმთავრესი პარტიების კანდიდატების დასახელება, რომლებიც ა.შ.შ-ს საპრეზიდენტო და ვიცე პრეზიდენტის არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ასევე ვერ დაასახელა საპრეზიდენტო დებატების დრო. ვერ დაასახელა “ემი 0216” დაჯილდოების ცერემონიალის დაწყების დრო. ასევე Worl Series-ის დაწყების თარიღი. როცა მე მას შევეკითხე “როგორი ამინდია კრეტაზე” – მან გამოაჩინა ილინოისის შტატის პატარა სოფელი კრეტის პროგნოზი და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ უმრავლესობა მომხმარებლებისა იგივე შეკითხვის დასმისას გულისხმობენ ცნობილ კუნძულს საბერძნეთში.

Google Now იგივე Apple-ის მოწყობილობებზე, იგივე მიკროფონით ყოველ ამ შეკითხვას გამართულად და კორექტულად პასუხობს და ეს არ არის მათი ახალი Google Assistant.

თუ თქვენ გამოცდით ზემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს ყველაფერი რიგზე იქნება, რადგანაც Apple მა უკვე ჩაასწორა შესაბამისი მონაცემთა ბაზა და ტვიტერშიც გამოაქვეყნა შესაბამისი სქრინშოტები უკვე სწორი პასუხებით.

Apple-მა დამსტრესა იმით, რომ მუდმივად აუმჯობესებს Siri-ს და ასევე იმან, რომ ფოკუსი აღებული აქვთ ამოცანებზე, რომლებსაც მათი აზრით მილიონობით ადამიანი მოითხოვს ასისტენტისან, როგორიცაა დარეკვა, ტექსტის გაგზავნა ან ადგილის მოძებნა. Apple ნაკლებ ყურადღებას აქცევს მოცულობით კითხვებს, რომლებიც მე ზევით ჩამოვთვალე და რომელთა რაოდენობაც მხოლოდ რამდენიმე ათასია დღის განმავლობაში Apple-ის სტატისტიკით.

ეჭვი მაქვს, რომ ადამიანიები მსგავს შეკითხვებს უსვამენ Siri-ს მას შემდეგ რაც რამდენიმე მცდელობისას საერთოდ არ მიიღეს ან არასწორი პასხუი მიიღეს და ხელიც ჩაიქნიეს. ამასობაში არა მგონია, რომ საპრეზიდენტო დებატების დრო იმაზე რთული კითხვა იყოს ვიდრე აბრამ ლინკოლნის დაბადების ადგილი, როგორც Apple-ის საიტზეა მაგალითის სახით მოყვანილი.

Apple ასევე ამბობს, რომ Siri ფოკუსირებულია იმაზე, რომ თქვენი მოწყობილობა უკონტაქტოდ მოიხმაროთ. მაგრამ ჩემს ბოლო ტესტირებაში ეს ფუნქციონალიც არ მუშაობს ან დაუხვეწავია, როცა პასუხისთვის მხოლოდ მოწყობილობაზე ან iCloud-ში მოთავსებული მონაცემებია საჭირო.

მაგალითისთვის, როცა მე ვკითხე Siri-ს ჩემს მაკზე, თუ რამდენი ხანი დამჭირდებოდა სამსახურში მისასვლელად მან მითხრა, რომ არ იცის ჩემი სამსახური მისამართი, მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტებში მითითებულია ჩემი სამსახურის მისამართი და ეს ინფორმაცია iPone-ზეა დასინქრონებული, რომელზეც Siri უპლობლემოდ მპასუხობს.

მსგავსი მდგომარეობაა iPad-ზე, შეკითხვაზე ჩემს მომდევნო შეხვედრის შესახებ მან მითხრა “ბოდიში უოლტ, რაღაც ცუდად წავიდა” და ეს რამდენიმეჯერ განმეორდა სხვა ფორმულირებით, სხვა ადგილას და სხვა დროს. ერთი და იგივე Apple-ის კალენდარით სარგებლობისას სხვა და სხვა მოწყობილობებზე Siri კორექტულად მხოლოდ iPhone-ზე პასუხობს.

როცა მე დავსვი შეკითხვა სურათების შესახებ, რომლებიც ამ ზაფხულს იორკში, ინგლისში გადავიღე, მან აურია იორკთაუნის სურათებში ვირჯინიიდან და ამავდროულად მან პასუხში დაადასტურა, რომ სწორად გაიგო შეკითხვა.

Siri-მ ვერ იპოვა უახლესი iMessage-ები ჩემი ქალიშვილისგან და თქვა, რომ ასეთი არ აქვს, როცა იმ დღეს მისგან ორი შეყობინება მივიღე. რა თქმა უნდა Siri ვერ არჩევს ერთმანეთისგან დუბლირებულ ინფორმაციას ხშირი კონტაქტების შესახებ, ის არ არის იმდენად ჭკიანი, რომ მიხვდეს თუ რომელს ეკონტაქტები უფრო ხშირად და რომელს დაურეკე ბოლოს ან გაუგზავნე ტექსტი.

მას ასევე არ შეუძლია განსახვავოს “ვინ არის” პერსონა და ამ პერსონის ბარათი კონტაქტებში. მაგალითისთვის მე მაქვს Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკის საკონტაქტო ბარათი. როცა მე ვეკითხები Siri-ს “ვინ არის ტიმ კუკი” ის მაჩვენებს კონტაქტს და არა მის ბიოგრაფიას. მაგრამ Samsung-ის Galay S7 (რომელიც არ ფეთქდება) და რომელზეც ასევე მაქვს ტიმ კუკის კონტაქტი, Google Now უპრობლემოდ აღიქვამს შეკითხვას და მაჩვენებს Wikipedia-ს სტატიას და როცა ვეუბნები გააგზავნოს წერილი ტიმ კუკთან ის მას წერილს ისევე უგზავნის როგორც Siri.

Siri არ არის ერთადერთი ელემენტი Apple-ის ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიაში. ბოლო საოპერაციო სისტემებში და სისტემურ აპლიკაციებში არის ჭკვიანი ელემენტბი, რომლებიც ამოიცნობენ უცხო ზარების სახელებს ელ-ფოსტის ანალიზის საფუძველზე. ასევე ავტომატურად მონიშნავენ რუკაზე ადგილს სადაც თქვენი მანქანაა პარკირებული და ასევე დაგიწერთ საათზე დროის მიხედვით თუ რამდენის გადახდა მოგიწევთ.

რა თქმა უნდა Siri-ს შეუძლია დარეკოს და გააზავნოს ტექსტი. მას შეუძლია სპორტული თამაშების შედეგების ჩვენება, რესტორანის დაჯავშნა, კინოაფიშის ჩვენება და ბევრი სხვა, რაც Apple-მა წლების წინ განახორციელა. რა თქმა უნდა ისიც უნდა ითქვას, რომ კონკურენტებს თავიანთი შეზღუდვები და შეცდომები აქვთ.

მიუხედავად ყველაფრისა Siri-ს მიმდინარე ინკარნაცია ძალიან შეზღუდული და არასაიმედოა იმისთვის, რომ Apple-მა მომავალი ხელოვნური ინტელექტების შერკინებაში გამოიყენოს. მას სტაგნაცია ეტობა და Apple არ გამხდარა ძლიერი იმ ინფორმაციის დამუშავებით, რომელსაც იღებს ადამიანების ყოველდღიური მოქმედებების ანალიზით, არამედ იმით, რომ მომხმარებლების ცხოვრებაში შეაქვს მოულოდნელი სიახლეები. ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია კი სწორედ ამით უნდა დაიწყოს.

წყაროTheVerge
წინა სტატიაLinksys WRT3200ACM – OpenWRT მხარდაჭერით
შემდეგი სტატიაახალი Samsung Chromebook Pro 2K ეკრანით გამოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი