Apple-ის კაპიტალიზაცია თითქმის 50 მილიარდი დოლარით შემცირდა iPhone-ის ახალი მოდელების პრეზენტაციიდან 10 დღის განმავლობაში. კომპანიამ 12 სექტემბერს ახალი iPhone 8/iPhone 8 Plus და iPhone X წარმოადგინა. 10 დღის შემედეგ მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 843,9 მილიარდიდან 785,2 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

CNBC ამბობს, რომ Apple-ის კაპიტალიზაცია უფრო მეტია ვიდრე Target, eBay, Ford და დაცემის შემდეგ ის Alphabet-ის კაპიტალიზაციას თითქმის 100 მილიარდით აღემატება. კომპანიის აქციების ფასი 2017 წლის 22 სექტემბრის მონაცემებით 30%-ით აღემატება იგივე მაჩვენებელს ერთი წლის წინ, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ყველაზე უარესი ახალი iPhone-ების გაშვების წინა კვირაა კომპანიის ისტორიაში.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here