iPhone 6S-ში აღმოაჩინეს პრობლემა: აკუმლატორის დეფექტის გამო სმარტფონი შეიძლება უეცრად გამოირთოს. Apple-მა აღიარა წუნი და სპეციალური საიტიც კი გაუშვა სადაც შეიძლება ამ დეფექტის მქონე სმარტფონის იდენტიფიკაცია.

მწარმოებელმა თქვა, რომ პორბლემა აღმოჩენილია მხოლოდ იმ სმარტფონებში, რომლებიც 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში აწარმოეს და მათ შორის მხოლოდ მცირე პარტიაში, თუმცა ოფიციალურ საიტზე შეუძლებელია სმარტფონის წარმოების თარიღის დადგენა.

აკუმლატორის დეფექტი მომხმარებლისთვის უსაფრთხოა და მის გამო სმარტფონი არ აალდება და რამე სხვა პრობლემის წინაშეც არ აღმოჩნდებით.

შემოწმებისთვის გადადით საიტზე: iPhone 6s Program for Unexpected Shutdown Issues

საიტზე უნდა შეიყვანოთ ტელეფონის სერიული ნომერი, რომლის გაგებაც “მოწყობილობის შესახებ” განყოფილებაში უნდა ეძებოთ თქვენი iPhone-ის Settings აპლიკაციაში. მას შემდეგ რაც დააჭერთ ღილაკს Submit, საიტი გეტყვით არის თუ არა თქვენი ტელეფონი აკუმლატორის უფასო შეცვლის პროგრამის კანდიდატი. აკუმლატორის შეცვლა ყველა ავტორიზებული სერვის ცენტრის მოვალეობა.

წინა სტატიაHuawei-მ ინოვაციური ბატარეები წარმოადგინა
შემდეგი სტატიაNikola One: მსოფლიოში პირველი წყალბადის სატვირთო მანქანა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი