კომპანია Apple-მა სექტემბერში უკაბელო ყურსასმენები AirPods წარმოადგინა, რომლებიც დღემდე არ გამოჩენილა გაყიდვაში და დიდი ალბათობით არც კი გამოჩნდება მიმდინარე წელს. როგორც ჩანს ტექნიკური პრობლემები, რომლის გამოც პროდუქტი ვერ გამოუშვეს ჯერ-ჯერობით არ არის მოგვარებული.

Apple AirPods – ეს ორი უკაბელო ყურსასმენია, რომლებიც ერთმანეთთან სინქრონდება. ხმა უკაბელო არხით ერთდროულად ორივე დინამიკს გადაეცემა და აუდიო სიგნალის დამუშავებას Apple W1 პროცესორი ახორციელებს.

როგორც ცნობილი გახდა ტესტირების პროცეში დეველოპერებს დინამიკებს შორის სინქრონიზაციის პრობლემები შეექმნათ, ამიტომაც გაყიდვები გაურკვეველი დროით შეჩერდა. პარალელურად Apple-ს სხვა პრობლემაც შეექმნა, რაც იმ შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას თუ მომხმარებელი ერთ-ერთ ყურსასმენს დაკარგავს.

რა თქმა უნდა Apple არ აკეთებს არანაირ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს ან უარყოფს ან დაადასტურებს. ბაზარზე უკვე არსებობს მსგავსი გადაწყვეტილება Samsung Gear IconX – რომელიც ასევე ორი უკაბელო ყურსასმენია, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს და პროდუქტი სრულიად გამრათულად მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი სექტემბერში წარმოადგინეს და მისი გაყიდვაში შემოსვლა ოქტომბრიდან იგეგმებოდა ჯერ ჯერობით უცნობია თუ როდის შეძლებს Apple მის გამოშვებას.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here