Apple-ს ისტორიას თუ გადავხედავთ NFC ჩიპის ჩაშენება მის სმარტფონებში დიდი სიახლე არ იყო დეველოპერებისთვის, მაგრამ ის რაც ბოლო WWDC-ზე გახდა ცნობილი კომპანიის გადაწყვეტილება ჩაეკეტა ეს პროტოკოლი მხოლოდ ApplePay-თვის წარსულს ჩაბარდა. Apple დაგვპირდა, რომ NFC ფუნქციონალი Apple Watch-შიც იქნება გამოყენებული watchOS 4-ის გამოსვლის შემდეგ, მაგრამ დოკუმენტაციის თანახმად iPhone-ის NFC ჩიპი შესაძლებელი იქნება გამოყენებულ იქნას გარდა ApplePay და Passbook აპლიკაციებისა.

მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ არაფერი თქმულა კონფერენციაზე, iOS 11-ის ბეტაში დამატებულია Core NFC-ის მხარდაჭერა iPhone 7 და iPhone 7 Plus-ისთვის (სავარაუდოდ ეს შეეხება მომავალ მოწყობილობებსაც). გამოცემულ დოკუმენტაციაში Core NFC აღწერილია როგორც ახალი ფრეიმვორკი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება NFC ტეგების წაკითხვა და მონაცემების მართვა NFC Data Exchange ფორმატში. მიმდინარე მომენტისთვის iPhone-ის NFC ჩიპი გამოუსადეგარია გარდა Apple-ის საკუთარი გადახდების სისტემისათვის, მაგრამ ახალი ფრეიმვორკი საშუალებას მისცემს დეველოპერებს წაიკითხონ ნებისმიერი ტეგი. ახლა უკვე iPhone-ის საშუალებით შესაძლებელი გახდება მისი გამოყენება, როგორც კარების გასაღები და ბევრი სხვა სისტემით სარგებლობა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here