Microsoft-ის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა Windows-ის ბლოგში Chrome-ის უსაფრთხოების პრობლემაზე ისაუბრეს, რომელიც დაშორებულად მავნე კოდის გაშვებას ხდიდა შესაძლებელს. ძნელია არ აღვნიშნო, რომ ბოლო დორის განმავლობაში კორპორაციებს შორის ნამდვილი ცივი ომი მიმდინარეობს: Google-მა არაერთხელ საჯაროდ გამოიტანა Windows-ის და სხვა პროდუქტების უსაფრთხოების პრობლემები, მანამ სანამ Microosoft-მა მათი დახურვა მოასწრო. ახლა უკვე რედმონდი ცდილობს შური იციოს საძიებო გიგანტზე.

“ჩვენ განზრახ გავასაჯაროეთ ჩვენს მიერ აღმოჩენილი უსაფრთხოების პრობლემა და ექსპლოიტი Google-ის ბრაუზერში მიმდინარე წლის 14 სექმებერს. მათ გამოსწორეს პრობლემა ერთი კვირის განმავლობაში ბრაუზერის ბეტა ვერსიებშ, მაგრამ სტაბილურ ვერსიამდე ეს განახლება თითქმის ერთი თვე არ მისულა” – აღნიშნა ჯორდან რაბეტმა Microsoft Offensive Security Research განყოფილებიდან.

Microsoft-მა გააკრიტიკა Google, რადგანაც უკანასკნელმა გამოაქვეყნა გამოსწორებული წყარო კოდი GitHub-ში სანამ სტაბილურ ვერსიამდე მიაღწევდა განახლება. ამით ჰაკერებს მიეცათ მთელი თვე იმისთვის, რომ გამოეყენებინათ ექსპლოიტები. ჯორდან რაბეტი თვილის, რომ არ არის სწორი მიდგომა გამოქვეყნდეს უსაფრთხოების პრობლემა მანამ სანამ მომხმარებლები არ მიიღებენ განახლებას.

შესაძლოა ასეთი მიდგომა Microsoft-ის მხრიდან აიძულებს Google-ს არ გამოაქვეყნოს Windows-ის პრობლემები მათ მოგვარებამდე, რადგანაც მსგავსი პრობლემებისგან არა Google არამედ Microsoft უფრო მეტად იტანჯება, რაზეც ბოლო დროს გავრცელებული ransomware-ის ეპიდემიები მეტყველებს.

VIATheVerge
წინა სტატიაბიტკასტი – ეპიზოდი 11
შემდეგი სტატიაNokia 7 მოულოდნელად გამოვიდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი