Microsoft-მა დაიწყო მისი ახალი Edge ბრაუზერის მასიურად გავრცელება Windows Update არხის საშუალებით. ახალი Chromium-ზე დაფუძნებული Edge კომპანიამ იანვარში გაუშვა, მაგრამ Windows-ის მომხამრებლებს მისი ცალკე გადმოწერა ჭირდებოდათ. Microsoft-ის მხარდაჭერის სამსახურის სტატიაში ნათქვამია, რომ ის უვკე Windows Update-ში არის ხელმისაწვდომი და ძალიან მალე 1 მილიარდზე მეტი Windows 10 მოწყობილობაზე დაყენდება.

ირკვევა, რომ Edge ავტომატურად დაყენდება Windows 10 (1803+) ვერსიებზე, რაც მხარდაჭერილი ვერსიების დიდ ნაწილს შეადგენს. ძალიან მალე თქვენს განახლებებში გამოჩნდება ახალი ბრაუზერის შესახებ შეტყობინება, თუმცა ეს საკმაოდ ნელი პროცესია და სავალდებულო არ არის ახლავე მიიღოთ.

კომპანია გვპირდება, რომ ახალ ბრაუზერში იქნება ვერტიკალური ჩანართები, ახალი საიდბარი და ძიების ფუნქცია, ასევე Pinterest-ის ინეგრაცია, რასაც მომდევნო თვეებში მივიღებთ. Microsoft ასევე მუშაობს Google-თან ერთად მართლწერის შემოწმების დახვეწისათვის და PWA (Progressive Web Apps)-მხარდაჭერისთვის.

გადგადმოწერა

თუ მაინც ვერ ითმენთ სანამ ავტომატურად განახლდება თქვენი ბრაუზერი, შეგიძლიათ გადმოიწეროთ და თქვენით დააყენოთ.

წინა სტატიაAMD მობილური ჩიპების გამოშვებას აპირებს
შემდეგი სტატიაჩინეთში დასრულდა COVID-19-ის ვაქცინის ტესტირების პირველი ეტაპი ადამიანებზე

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი