ცნობილია, რომ Windows 7-ის განახლებები 2020 წლის 14 იანვარს შეწყდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ Windows 10-ზე განახლება ჯერ კიდევ არ დაუყენებია მომხმარებლების მნიშვნელოვან ნაწილს. ამიტომაც კომპანიამ გადაწყვიტა კიდევ 2 წლით გაახანგრძლივოს საოპერაციო სისტემის მხარდაჭერა იმათთვის ვინც ამაში ფულს გადაიხდის.

ცნობილია, რომ Windows 7 კორპორაციულ ბაზარზე ჯერ კიდევ აქტიურად გამოიყენება და გაფართოებული მხარდაჭერის ფარგლებში (ESU) 2023 წლამდე მიიღებენ უსაფრთხოების განახლებებს. აღსანიშნავია, რომ ESU ხელმოწერა ვრცელდება Windows 7 Enterprise და Professional რედაქციების მომხმარებლებს.

გაართხოებული მხარდაჭერის ფარგლებში Microsoft ასევე უზრუნველყოფს Office 356 ProPlus-ის გაშვებას Windows 7-ზე 2023 წლის 7 იანვრამდე. Windows 7-ის გაფართოებული მხარდაჭერის გარდა Microsoft-მა კიდევ ერთი სერვისი გაუშვა: Desktop App Assure – რომელიც სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს Windows 7-ისთვის შექმნილი აპლიკაციების გაშვებას Windows 10 პლატფორმაზე.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here