Windows Embedder POSReady 2009 – ბოლო მხარდაჭერილი Windows XP-ის მოდიფიკაციის მხარდაჭერა 2019 წლის 9 აპრილს დასრულდა. ამით კომპანია Microsoft-მა Windows NT 5.1 ვერსიის განახლება დაასრულა, რომელიც 17,5 წელზე მეტია გამოიყენება IT ინფრასტრუქტურებში.

Windows XP ისტორიაში ყველაზე დიდი ხნით მხარდაჭერილი Windows-ია ბაზარზე. მისი რეკორდი შესაძლოა Windows 10-მა მოხსნას, რომელსაც კომპანიამ უკანასკნელი საოპერაციო სისტემის სტატუსი მიანიჭა და ამაში მხოლოდ ნუმერაცია იგულისხმა.

Windows XP-ის სხვა კორპორაციული ვარიანტების მხარდაჭერა უფრო ადრე გაუქმდა:

  • Windows Embedded Standard 2009 — 8 იანვარი 2019 წელი;
  • Windows Embedded for Point of Service SP3 и XP Embedded SP3 — 2016 წელი;
  • Windows XP Home და Professional SP3 — 8 აპრილი 2014 წელი.

აღსანიშნავია, რომ POSReady 2009-ის არსებობის წყალობით Windows XP-ის სხვა რედაქციების მომხმარებლებს შეეძლოთ განახლებების მიღება რეესტრის მარტივი რედაქტირების შემდეგ. კომპანია ცდილობდა დაერწმუნებინა მომხმარებლები არ მოქცეულიყვნენ ასე თუმცა ახლა უკვე ამას არანაირი აზრი არა აქვს.

Windows XP ჯერ კიდევ გამოიყენება ბევრ კომპანიაში და მომხმარებლები უკვე გამოთქვემენ უკმაყოფილებას უსაფრთხოების განახლებების შეწყვეტასთან დაკავშირებით. სხვა მხრივ Windows XP-ის აქტიურად ანაცვლებენ Linux საოპერაციო სისტემით, რომელიც ნაკლებ რესურსებს მოიხმარს ვიდრე თანამედროვე საოპერაციო სისტემები, როგორიცაა Windows 8.1 და Windows 10.


პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here